12:23:54     01-12-2011
A-10 Thunderbolt II
A-10 Thunderbolt II ამერიკული ერთ ადგილიანი, ორ ძრავიანი, სწორ ფრთიანი მოიერიშე რეაქტიული თვითმფრინავია, რომელიც განავითარა კომპანიამ Fairchild-Republic ადრეულ 1970-იანებში. A-10 დაპროექტებული იქნა აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალების მოთხოვნილებების შესაბამისად, რომელიც გულისხმობდა საჰაერო მხარდაჭერას ახლო მანძილზე (CAS), თავდასხმას ტანკებზე, დაჯავშნულ საბრძოლო მანქანებზე და სხვა სახმელეთო მიზნებზე. ეს იყო აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალების პირველი საბრძოლო თვითმფრინავი, დაპროექტებული ექსკლუზიურად საჰაერო მხარდაჭერისთვის ახლო მანძილიდან.
A-10–მა პირველი გაფრენა განახორციელა 10 მაისს, 1972 წელს. შეიარაღებაში მიიღეს 1976 წლის მარტში სრულყოფილად გამოშვებულია 716 ერთეული თვითმფრინავი. აღჭურვილია 2 х General Electric TF34-GE-100A ძრავით, რომელსაც (ორივეს ერთად) 4112 ც.ხ.ძ აქვს. შეიარაღებაში აქვს 1 х 30 მმ–იანი ქვემეხი GAU-8 Avenger 1350 ჭურვის მარაგით. სხვა შეიარაღება: BLU-1, BLU-27/B Rockeye II, AGM-65 Maverick, AIM-9 Sidewinder, LAU-68 Hydra, GBU-10 Paveway II, GBU-12 Paveway II. მისი დაპროექტებისას აქცენტი გაკეთდა გადარჩენის უნარიანობაზე, როგორც ძირითადი პრიორიტეტზე; გააჩნია დამცავი საშუალებები, რომელთა წყალობითაც თვითმფრინავი ახერხებს ფრენას მნიშვნელოვანი დაზიანებებითაც კი.
A-10-ის ოფიციალური სახელი მომდინარეობს მეორე მსოფლიო ომის დროინდელი გამანადგურებლის სახელწოდებიდან: Republic P-47 Thunderbolt, თვითმფრინავი, რომელიც განსაკუთრებით ეფექტური აღმოჩნდა საჰაერო მხარდაჭერაში ახლო მანძილიდან. A-10 ცნობილია ასევე მეტსახელით “Warthog” ან უბრალოდ “Hog”.[4] როგორც მეორადი მისია, იგი ასრულებს საჰაერო სივრცის წინასწარ კონტროლს, რაც საშუალებას აძლევს სხვა თვითმფრინავებს, ზუსტად გაანადგურონ სახმელეთო სამიზნეები. ამ ამოცანის, როგორც ძირითადი ფუნქციის შესასრულებლად დაპროექტებული A-10-ებს ეწოდება OA-10. აშშ ამ მოიერიშე თვითმფრინავის შეიარაღებაში დატოვებას და წარმოებას 2025 წლამდე აპირებს.
ფუნქცია — მოიერიშე, საჰაერო მხარდამჭერი ახლო მანძილზე
წარმოება — Fairchild-Republic
კონსტრუქტორი — ალექსანდრე ქართველი
პირველი გაფრენა — 10 მაისი, 1972წ.
წარდგენა მარტი — 1997წ.
სტატუსი — აქტიური
ძირითადი მომხმარებლები — აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალები
წარმოების რაოდენობა — 716
ერთეულის ღირებულება — 11.8 მილიონი აშშ-ის დოლარი
ტექნიკურ-ტაქტიკური მონაცემები:
ეკიპაჟი — 1 კაცი
კრეისერული სიჩქარე — 560კმ/სთ
მაქსიმალური სიჩქარე — 706კმ/სთ
საბრძოლო რადიუსი — 460კმ.
ფრენის მანძილი — 2000კმ.
პრაქტიკული სიმაღლე — 13472მ.
საბრძოლო სიმაღლე — 7620მ.
სიგრძე — 16.26 მ.
სიმაღლე — 4.47მ.
ფრთის გაქანი — 17.53მ.
ფრთების ფართობი — 47.01მ.კვ.
თვითმფრინავის წონა — 11321კგ.
მაქსიმალური დატვირთვა — 23000კგ.
armada.ge
0