„მეტალიკას“ ლეგენდარული დრამერი „მეტალიკას“ ლეგენდარული დრამერი />


  11:12:05     01-12-2011

„მეტალიკას“ ლეგენდარული დრამერი

a12885.jpg

დანიელი დრამერი ლარს ულრიხი 1963 წელს დაიბადა. ის ცნობილია, როგორც ამერიკული მეტალ ჯგუფის, „მეტალიკის“ თანადამაარსებელი. ლარსი დაიბადა გენტოფტში საშუალო კლასის ოჯახში, 1963 წლის 26 დეკემბერს. ჩვიდმეტი წლის ასაკში, ლარსის ოჯახი გადავიდა საცხოვრებლად ლოს ანჯელესში. აქ შეხვდა ჯეიმზ ჰეტფილდს და მათ ჩამოაყალიბეს ჯგუფი „მეტალიკა“.

ულრიხის დაკვრის სტილმა, მისი კარიერის განმავლობაში, ცვლილებები განიცადა.1980-იან წლებში, ლარსი ცნობილი იყო სწრაფი, აგრესიული და კომპლექსური თრეშის რიტმებით. ხშირად იყენებდა ორმაგი ბასის ტექნიკას, რაც მეტად პოპულარული გახდა მძიმე მეტალ დრამერებში. ამ სწრაფსა და რთულ რიტმებს საუკეთესოდ წამოაჩენს Battery (Master of Puppets), Damage, Inc. (Master of Puppets), Blackened (...And Justice for All) და Dyers Eve (...And Justice for All). 1990-იანებსა და 2000-იანების დასაწყისში, ლარსმა გაამარტივა თავისი დაკვრის სტილი, რათა მორგებოდა ჯგუფის სტილს. გამარტივება ლარსმა დაიწყო შავი ალბომის გამოშვებიდან და უხეშად დაამთავრა St. Anger-ით. „მეტალიკის“ ბოლო ალბომით Death Magnetic ულრიხი მოკრძალებულად დაუბრუნდა 80-იანების სტილს, სადაც იგი უფრო რთულ და სწრაფ რიტმებს უკრავდა, ვიდრე 90-იანებში. ეს ცვლილებაც კვლავ ჯგუფის ინტერესებიდან გამომდინარეობს.

ულრიხმა ორჯერ იქორწინა. პირველად ინგლისელ დები ჯოუნსზე 1988 წელს, რომელიც ტურნეს დროს გაიცნო. მათმა ქორწინებამ მხოლოდ ორ წელს გასტანა: 1990-ში წყვილი დაშორდა ერთმანეთს. მეორე ქორწინებამ სკაილარ სატენსტეინთან 7 წელი გასტანა: 1997-დან 2004 წლამდე. ორი ვაჟი ეყოლათ - მაილზი (დაბ. 5 აგვისტოს, 1998) და ლეინი (დაბ. 6 მაისს, 2001). ულრიხი და სატენსტეინი დაშორდნენ 2004 წლის მარტში. ლარსი 2003 წლიდან ხვდება დანიელ მსახიობს კონი ნილსენს. 2007 წლის 21 მაისს მათ შეეძინათ მათი პირველი შვილი - ბრიუს თადეუს ულრიხ-ნილსენი, რომელიც სან-ფრანცისკოში დაიბადა. კონის სხვა შვილიც ყავს, სებასტიანი (დაბ. 1990).

ულრიხი ხელოვნების ნიმუშების კოლექციონერიცაა. მამამისიც ხელოვნებისა და ფერწერის დიდი მოყვარული იყო, ასე რომ ლარსი გაიზარდა მუსიკისა და ნახატების გარემოცვაში და ორივე მათგანი ყოველთვის მისი ცხოვრების ნაწილი იყო. „მეტალიკის“ ტურნეების დროს, ყოველთვის პოულობდა დროს, დაეთვალიერებინა მუზეუმები და ღირსშესანიშნაობები. 2002 წლის ინტერვიუში ლარსი ამბობს:          „ისეთი შეგრძნება მქონდა, დავიკარგებოდი ფერწერის სამყაროში და მოვშორდებოდი მუსიკის სამყაროს. ეს გახდა ჩემთვის დიდებული დასამალი ადგილი.“

როდესაც ლარსი და მეტალიკის დანარჩენი წევრები მიიწვიეს როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში, ულრიხი იყო პირველი დანიელი, რომელსაც ეს პატივი ხვდა წილად.

0

ავტორი: