ტოლმა ტოლმა />


  10:22:43     01-12-2011

ტოლმა

a12880.jpg

მასალა:

 

კომბოსტო  - 2 კგ

ძროხის ფარში  - 400 გრ

ღორის ფარში  - 400 გრ

ხახვი  - ცალი

ზეთი  - 40 მლ

შავი წიწაკა  - 1.4 ჩ/კ

ბრინჯი  - 60 გრ

სტაფილო  - 400 გრ

მარილი  - გემოვნებით

არაჟანი  - 200 გრ

პომიდორი  - 200 გრ

 

მოვხარშოთ კომბოსტო მარილიან წყალში 5 წუთის განმავლობაში. ცალკე მოვხარშოთ ბრინჯი, ისე რომ ნახევრად მზად იყოს და შევურიოთ ფარშს. გავხეხოთ 2 სტაფილო, დავჭყლიტოთ 1 პომიდორი და შევურიოთ ფარშს. დავამატოთ მარილი და წიწაკა. გავატაროთ 1 თავი ხახვი და ესეც შევურიოთ. ავიღოთ კომბოსტოს ფურცლები, ჩავდოთ ფარში 2-3 ს/კ ერთ ფურცელზე და შევახვიოთ. ჩავაწყოთ ფორმაში. გავხეხოთ სტაფილო, დავჭრათ ხახვი , დავჭყლიტოთ პომიდორი,შევურიოთ არაჟანს და დავასხათ ტოლმას. შევდგათ ღუმელში 190 გრადუსზე 40-50 წუთით.

0

ავტორი: