ვარდან მანციანმა, ფეხმძიმე მეუღლეს ხანჯლით თერთმეტი სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა ვარდან მანციანმა, ფეხმძიმე მეუღლეს ხანჯლით თერთმეტი სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა />


  16:06:46     30-11-2011

ვარდან მანციანმა, ფეხმძიმე მეუღლეს ხანჯლით თერთმეტი სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა

a12870.jpg

შინაგან საქმეთა სამინისტოს სამცხე-ჯავახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა,  დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი მკვლელობისთვის ბრალდებული, 1966 წელს დაბადებული ვარდან ვანციანი დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, დაკავებულმა ვარდან მანციანმა, ჯერჯერობით გაურკვეველი მოტივით, განიზრახა თავისი 5 თვის ფეხმძიმე მეუღლის,  ელმირა ვანციანის მკვლელობა. საკუთარი საცხოვრებელი სახლიდან აიღო ხანჯალი, შევიდა პირუტყვის სადგომში და მეუღლეს მიაყენა ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ხასიათის მრავლობითი ჭრილობები: კისრის მარჯვენა ზედაპირზე, გულ-მკერდის, მუცლის, მარცხენა მხრის, მარცხენა მუხლის არეში, ფილტვების, ღვიძლის, წვრილი ნაწლავების და საშვილოსნოს დაზიანებებით, საიდანაც თერთმეტი ჭრილობა ეკუთვნის სიცოცხლისათვის სახიფათო სხეულის მძიმე ხარისხის დაზიანებას.  ელმირა ვანციანი მიყენებული ჭრილობების შედეგად ადგილზევე გარდაიცვალა.

პოლიციის მიერ ამოღებულია დანაშაულის იარაღი. დაკავებული აღიარებს მის მიერ ჩადენილ დანაშაულს. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის II ნაწილის „ა" პუნქტით.

0

ავტორი: