10:51:53     30-11-2011
ოლივიე ენით
მასალა:
კარტოფილი - 300 გრ
კვერცხი - 5 ცალი
მარილი - გემოვნებით
კიტრი - 300 გრ
სტაფილო - 150 გრ
ენა - 500 გრ (ძროხის)
ბარდა - 300 გრ
მაიონეზი - 150 გრ
მოვხარშოთ კარტოფილი კანიანად, სტაფილო და 5 კვერცხი. როცა კარგად გაცივდება, გავფცქვნათ და დავჭრათ. რაც უფრო წვრილად დავჭრით, მით უკეთესია. მოვხარშოთ ენა მარილიან წყალში. როცა მოიხარშება ჩავდოთ ცივ წყალში (რომ კანი უფრო ადვილად მოსცილდეს) და გავასუფთავოთ. გასუფთავებული ენა დავჭრათ და დავამატოთ სალათაში. ასევე დავამატოთ ბარდა და დაჭრილი კიტრი. (შესაძლებელია მჟავე კიტრის გამოყენებაც) დავაყაროთ მარილი და დავასხათ მაიონეზი.
0