11:57:14     29-11-2011
Bateleur (სამხრეთ აფრიკა)
Bateleur-ი არის მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა, რომელიც სისტემა Valkiri-ის შემდგომი მოდიფიკაციაა. Bateleur-ს ასევე მოიხსენიებენ როგორც Valkiri Mk.2-ს. დანადგარის დახვეწა და განვითარება დასრულდა 1986 წელს და 1989 წელს დანადგარი სამხრეთ აფრიკის არმიის შეიარაღებაში მიიღეს. Bateleur-ს 40 ცალი ლულა აქვს, რომლებიც 127 მმ-იან რაკეტებს ისვრის. დანადგარს ლულები ორ ბატარეად აქვს დამონტაჟებული.
სტანდარტული რაკეტა 2.95 მეტრია სიგრძეში და წონით 62 კგ-ს იწონის. Bateleur იყენებს ორი ტიპის რაკეტას-HE-FRAG-ის ტიპის და კასეტურს. კასეტურ ქობინიანი რაკეტის საბრძოლო თავი შეიცავს HE-FRAG-ის ტიპის რაკეტის საბრძოლო თავის ელემენტებს, ასევე ტანკსაწინააღმდეგო ან ცოცხალი ძალების გასანდგურებელი საბრძოლო თავების ელემენტებს.
მას ასევე შეუძლია Valkiri-ის რაკეტების სროლაც. Bateleur-ი დამონტაჟებულია Samil 100-ის ტიპის მძიმე სატვირთო მანქანის შასიზე. დანადგარს კაბინა დაჯავშნული აქვს, რომელიც ეკიპაჟს ტყვიებისა და ნაღმების ნამსხვრევებისგან იცავს. დანადგარი აღჭურვილია Deutz F10L 413F-ის ტიპის დიზელის ძრავით, რომელიც 315 ცხენის ძალას ანვითარებს. Bateleur-ის დატენვა ხორციელდება ხელით. რაკეტებს დამხმარე სატვირთო მანქანა ეზიდება. დანადგარის დატენვა ხდება საცეცხლე პოზიციიდან მოშორებით, რათა მტრის კონტრშეტევა აცილებულ იქნას თავიდან.
www.military-today.com
0