11:10:47     29-11-2011
ინგლისელი კომპოზიტორი ჰენრი პერსელი
ინგლისელი კომპოზიტორი და ორღანისტი, ჰენრი პერსელი, 1659 წელს, ლონდონში დაიბადა. ის იყო ლონდონის სამეფო კარის მუსიკოსი. პერსელის შემოქმედებისათვის დამახასიათებელია მრავალჟანრიანობა, ხოლო მწვერვალია ოპერა "დიდონა და ენეა" (1689), პირველი ინგლისის ეროვნული ოპერა (ვერგილიუსის ენეიდის მიხედვით. ოპერა გამოირჩევა ნატიფი ლირიზმით, ფსიქოლოგიური სიღრმით, დრამატიზმით, ტექსტისა და მელოდიის ერთობლიობით.
ამ ოპერაში პერსელმა განაზოგადა ინგლისის ეროვნული თეატრის, ნიღბების ჟანრის, ინგლისური და შოტლანდიური ხალხური სიმღერებისა და ცეკვების, ყოფითი საკრავიერ მუსიკის ტრადიციები. პერსელის სხვა მუსიკალურ-სცენური ნაწარმოებები, ე.წ. "ნახევრად ოპერები", შედგება ცალკეული ნომრებისა ან ინტერმეცოებისაგან. პერსელი 100-მდე ერთხმიანი და მრავალხმიანი სიმღერის ავტორია.
საერო სიმღერებში აგრძელებდა ინგლისურ მადრიგალის ტრადიციებს. საგუნდო ნაწარმოებთაგან აღსანიშნავია ანთემები (ბიბლიურ ტექსტზე დაწერილი საზეიმო-საეკლესიო ნაწარმოებები). საკრავიერ მუსიკაში პერსელი იტალიურ სავიოლინო სკოლის ტრადიციებს ეყრდნობა. მისი სიმებიანი ფანტაზიები, ტრიო-სონატები და საორღანო ნაწარმოებები, გამოირჩევა პოლიფონიური ოსტატობით. საკლავესინო პიესები ახლოს დგას "ვერჯინალისტების" ნაწარმოებებთან.
პერსელის შემოქმედებას მყარი ტრადიციები არ დაუტოვებია ინგლისურ მუსიკაში. მისდამი ინტერესი გაცხოველდა ბენჯამინ ბრიტენის მიერ პერსელის ნაწარმოებების (საკუთარი დამუშავებით), ოპერის "დიდონა და ენეა" გამოცემის შემდეგ (1951).
0