რულეტი ღორის ხორცით რულეტი ღორის ხორცით />


  10:45:23     29-11-2011

რულეტი ღორის ხორცით

a12807.jpg

მასალა:

 

ღორის ხორცი  - 400 გრ (უძვლო)

წყალი  - 400 მლ

მარილი  - 40 გრ

შაქარი  - 20 გრ

წიწაკა  - 1 ჩ/კ

დაფნის ფოთოლი  - 1 ცალი

ჯანჯაფილი  - 1 ჩ/კ

გულსართი

ქათმის ფილე  - 450 გრ

ქამა სოკო  - 170 გრ

ნაღები  - 300 მლ (33%)

კვერცხის ცილა  - 2 ცალი

ნიორი  - 3-4 კბილი

მარილი  - გემოვნებით

გარეთა ფენა

ოხრახუში  - 60 გრ

ბულიონი  - 30 მლ

სეზამის მარცვალი  - 20 გრ

მომზადება

 

ღორის ხორცი გავასუთავოთ, მოვაჭრათ ქონი. წყალში გავხსნათ შაქარი და მარილი, დავამატოთ წიწაკა და ჯანჯაფილი. დავასხათ მარინადი ხორცს დავადოთ სიმძიმე და დავდგათ 8-12 საათით. ქათმის ფილე მაგრად გავაციოთ, დავაბლენდეროთ, ისე რომ მასა გამოვიდეს კრემისებური. ფარშში დავამატოთ კვერცხის ცილა, ჯანჯაფილი, ნიორი და წიწაკა. ავურიოთ ყველაფერი ბლენდერში. ჯამში სადაც ფარში გვაქვს, ჩავასხათ ნაღები და კარგად ავურიოთ. რომ მასა გამოვიდეს ერთგვაროვანი. დავამატოთ მარილი და თხლად დაჭრილი ქამა სოკო. ღორის ხორცი ამოვიღოთ მარინადიდან და გავაშროთ. მაგიდაზე დავდოთ ოთხკუთხა ფორმის კულინარული პარკი. დავადოთ ზემოდან ფარშის ნახევარი, ფარშზე დავდოთ ღორის ხორცი. დავფაროთ ღორის ხორცი ფარშის მეორე ნაწილით და დავახვიოთ რულეტის სახით. ბოლოები შევუკრათ. ქვაბის ძირში, სადაც უნდა ვხარშოთ, დავდოთ ლამბაქი, ზემოდან დავადოთ რულეტი და რულეტს დავადოთ მეორე ლამქარი, რომ არ ამოტივტივდეს. ვხარშოთ საათნახევარი, წყლის ტემპერეტურა უნდა იყოს 90 გრადუსი. ცეცხლი უნდა იყოს საშუალო. თუ გაქვთ წყლის თერმომეტრი უკეთესია. როცა მოიხარშება, ამოვიღოთ რულეტი, გავაციოთ და მოვხსნათ პარკი. მაგიდაზე დავაფინოთ ახალი ოთხკუთხა ფორმის პარკი. წავუსვათ მას ბულიონი და მოვაყაროთ ოხრახუში და სეზამის მარცველი. მწვანილზე დავდოთ რულეტი და შევახვიოთ. რულეტი ჩავდოთ მაცივარში მინიმუმ 12 საათით. მირთმევის წინ მოვხსნათ პარკი და დავჭრათ ნაჭრებად. რულეტი ინახება მაცივარში 3-4 დღე.

0

ავტორი: