12:46:11     28-11-2011
ლაზი მხატვარი ჰასან ჰელიმიში
ლაზი მხატვარი და პოეტი ჰასან ჰელიმიში დაიბადა თურქეთში, ლაზეთის სოფელ ორთახოფაში (შუა ხოფა). იქვე დაამთავრა პირველი საფეხურის თურქული საშუალო სკოლა.
1932 წელს საცხოვრებლად საქართველოში, ქალაქ ბათუმში გადმოვიდა. 1949-1954 წლებში, როგორც არასანდო, "საეჭვო" პიროვნება, ოჯახთან ერთად გადაასახლეს ციმბირის ქალაქ ვასიუგანში (ტომსკის რაიონი).
1961-1967 წლებში, პროფესორ სერგი ჯიქიას მიწვევით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (თსუ) აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტზე თურქულს ასწავლიდა.
ჰასან ჰელიმიში გარდაიცვალა 1976 წლის 2 მარტს. დასაფლავებულია საქართველოში, სოფელ სარფში.
ჰასან ჰელიმიშის ლექსები სხვადასხვა დროს ლაზური ენის მკვლევართა მიერ (არნოლდ ჩიქობავა, სერგი ჯიქია) სხვა ტექსტებთან ერთად გამოქვეყნდა. შედარებით სრული პუბლიკაცია განხორციელდა გამომცემლობა "ინტელექტის" მიერ პროექტ "100 ლექსის" ფარგლებში (ლაზური პოეზია, შემდგენელი თეა კალანდია, 2007 წ.).
ჰასან ჰელიმიშის ნამუშევრებს, რომელთაგან საუკეთესოები თავიანთი მხატვრულ–გამომსახველობითი ოსტატობით უახლოვდებიან ნიკო ფიროსმანის ნახატებს, ჯერ კარგად არ იცნობს ქართული საზოგადოება.
ჰასან ჰელიმიშის ნამუშევრები დაცულია სარფის საშუალო სკოლის საექსპოზიციო დარბაზში, ასევე, სხვადასხვა კერძო კოლექციებში.
0