10:57:51     26-11-2011
ქათამი ტარხუნით
მასალა:
1 საშუალო ზომის ქათამი თავისივე ღვიძლით
1 კონა ტარხუნა
100 გრ დაფქული ნუში
ხახვი
100 გრ თეთრი ღვინო
1/2 კუბიკი ქათმის ბულიონი
150გრ ნაღები(ან კარგი ხარისხის არაჟანი)
მარილი, პილპილი
ღვიძლი დააბლენდერეთ დაახლოებით 20 ფოთოლ ტარხუნასთან ერთად.ამ მასით გამოავსეთ ქათმის მუცელი. ღრმა ქვაბში კარაქისა და ზეთის ნარევში მოშუშეთ ხახვი, ამოიღეთ და იმავე ცხიმში შეაწითლეთ ქათამი ყველა მხრიდან, შემდეგ დაასხით ღვინო და 100 გრ წყალი, დაამატეთ ბულიონის კუბიკი, ხახვი, დააფარეთ და მოამზადეთ ნელ ცეცხლზე დაახლოებით 1 საათი (გააჩნია ქათმის ზომას. მომზადებული ქათამი დაჭერით. ნახარში წვენი გაფილტრეთ, შეურიეთ ნუში და ნაღები, წამოადუღეთ 3-4 წუთი სწრაფ ცეცხლზე, თან ურიეთ.დამატეთ დაჭრილი ტარხუნა და მოასხით ქათამს. გარნირად მოუმზადეთ ბრინჯი.
perfectcook.org
0