10:56:57     26-11-2011
ანჩოუსის სალათა ბადრიჯნის სალსათი
მასალა:
ბადრიჯანი - 2 ცალი;
ბულგარული - 2 ცალი;
მწვანე ხახვი - 2 თავი;
ნიორი - 2 კბილი;
ანჩოუსი (ხამსა) დამარილებული და ზეთში შენახული - 100 გრ;
ბადრიჯანი გარეცხეთ და გაჭერით შუაზე, მოაყარეთ მარილი და დაასხით წყალი. 30 წუთში გაწურეთ, გაახურეთ ღუმელი 200 გრადუსზე და შედგით ცოტა ზეთ-მოსხმული ბადრიჯნები შესაწვავად. საჭიროა დაახლოებით 1 საათი;მბულგარული და ხახვი დაჭერით, გაარჩიეთ ნიორიც; როცა ბადრიჯნები ძალიან რბილი იქნება, გამოიღეთ და აცალეთ გაგრილება; შემდეგ ყველაფერი ერთად დააბლენდერეთ. გადაიტანეთ ლამაზ ლანგარზე და შემოაწყვეთ ზემოდან ანჩოუსები; შედგით მაცივარში გასაცივებლად და შემდეგ მიირთვით.
perfectcook.org
0