ოსპის სუპი ოსპის სუპი />


  10:22:57     25-11-2011

ოსპის სუპი

a12668.jpg

მასალა:

200გრ ოსპი

3 საშუალო კარტოფილი

1-2 წითელი ბულგარული წიწაკა

1 სტაფილო

2 თავი ხახვი

3 კბილი ნიორი

1 ჩ.კ ხმელი ბაზილიკი, ამდენივე პაპრიკა

1 კონა ოხრახუში, მწვანე ხახვი. სურვილისამებრ, ქინძი და კამა

სასურველია სუპი ზეითუნის ზეთზე მოამზადოთ. ცალკე ჭურჭელში წამოადუღეთ ოსპი15-20 წუთის განმავლობაში. გადაწურეთ და გადაავლეთ წყალი. ხახვი მოშუშეთ ზეთში, დააყარეთ ოსპი, დაასხით დაახლოებით 1,5-2 ლ წყალი (გააჩნია რა სისქის სუპი გინდათ). ხარშეთ დაახლოებით 20-25 წუთი.(გასინჯეთ ოსპი, ის უნდა იყოს სანახევროდ მზად), ჩაამატეთ დაჭრილი კარტოფილი და სტაფილო, ათი წუთის შემდეგ დაჭრილი წიწაკა და სუნელები. ბოლო მომენტში, დაამატეთ მწვანილი და დაჭრილი ნიორი. შესაძლებელია სხვა, თქვენთვის სასურველი ბოსტნეულის ჩამატება. ასევე ოსპს უხდება ძეხვეული ან ხორცი, შეგიძლიათ ხორცთან ერთად მოამზადოთ.

perfectcook.org

0

ავტორი: