10:22:18     25-11-2011
ბოსტნეულისა და შაშხის სალათა
მასალა:
მწვანე სალათა - 500 გრ
შაშხი - 150 გრ
ყველი - 200 გრ
პომიდორი - 100 გრ
კიტრი - 50 გრ
ხახვი - 50 გრ
ზეთი - 40 გრ
მდოგვი - 10 გრ
ძმარი - 10 გრ
ოხრახუში - გემოვნებით
მარილი - გემოვნებით
მწვანე სალათა დავჭრათ ღერებად. დანარჩენი პროდუქტები კუბიკებად. ცალკე ერთმანეთს შევურიოთ ზეთი, მდოგვი, ძმარი და მარილი. მომზადებული პროდუქტები შევურიოთ ერთმანეთს. დავასხათ ზეთის ნარევი და მაგიდასთან მიტანის წინ მოვაყაროთ წვრილად დაჭრილი ოხრახუში.
0