კექსები არაჟნით და შტოშით კექსები არაჟნით და შტოშით />


  10:21:38     25-11-2011

კექსები არაჟნით და შტოშით

a12666.jpg

მასალა:

კვერცხი  - 2 ცალი

შაქარი  - 75 გრ

არაჟანი  - 100 გრ

ფქვილი  - 125 გრ

სოდა  - 1/4 ჩ/კ

შტოში  - 100 გრ

კარაქი  - 20 გრ (წასასმელად)

ეს კექსები ნაკლებად კალორიულია, ამასთანავე ძალიან გემრიელი. ამ ინგრედიენტებისგან გამოდის საშუალო ზომის 8 ცალი. 1 კვერცხი და 1 კვერცხის გული ავთქვიფოთ 75 გრ შაქართან ერთად, ისე რომ გამოვიდეს სქელი თეთრი მასა. დავამატოთ 100 გრ არაჟანი და ავურიოთ. დავაყაროთ ფქვილი 125 გრ და ავურიოთ. ფქვილში ჩავყაროთ 1/4 ჩაის კოვზი სოდა. დავამატოთ 100 გრ შტოში. ფორმებს წავუსვათ კარაქი და ცომი ჩავდოთ ფორმებში. გამოვაცხოთ 15-20 წუთის განმავლობაში 200 გრადუსზე. გამომცხვარ კექსებს წავუსვათ კარაქი და დავაყაროთ შაქრის პუდრა.

0

ავტორი: