თბილისის საქალაქო სასამართლო, 20 წლის დევი ჯაიანის მკვლელობის საქმეს განიხილავს თბილისის საქალაქო სასამართლო, 20 წლის დევი ჯაიანის მკვლელობის საქმეს განიხილავს />


  17:51:25     24-11-2011

თბილისის საქალაქო სასამართლო, 20 წლის დევი ჯაიანის მკვლელობის საქმეს განიხილავს

a12656.jpg

თბილისის საქალაქო სასამართლო, დევიკო ჯაიანის მკვლელობის საქმეს განიხილავს. 20 წლის ახალგაზრდა, მიმდინარე წლის 3 ივლისს, თბილისის ზღვის ტერიტორიაზე, ე.წ. საქმის გარჩევის დროს, ცივი იარაღით მოკლეს.

თბილისის შს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, დევიკო ჯაიანის მკვლელობის ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი, 24 წლის გიორგი ელიაშვილი და 22 წლის ალექსანდრე ლუტიძე 12 ივლისს დააკავეს. გიორგი ელიაშვილს ბრალი მკვლელობაში, ხოლო ლუტიძეს - დანაშაულის შეუტყობინებლობაში ედება.

გიორგი ელიაშვილი დანაშაულს აღიარებს და ჩხუბის დაწყების მიზეზად გარდაცვლილის პრეტენზიას ასახელებს, რომ თითქოს მას ელიაშვილის მისალმება არ მოეწონა, რასაც შემდეგ შელაპარაკება და თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე საქმის გარჩევა მოყვა. ბრალდებული და გარდაცვლილი მეზობლები იყვნენ, ბრალდებულის წინასწარ გამოძიებაში მიცემული ჩვენებით, ისინი ერთმანეთს ქავთარაძის ქუჩაზე შეხვდნენ.

გიორგი ელიაშვილი:  ,,ქავთარაძის ქუჩაზე, გზის მეორე მხრიდან მოდიოდა ჯაიანი, მე ვუთხარი - ზდაროვა, მაგას არ მოეწონა, წესიერად მომესალმეო. გზის მეორე მხარეს გადმოვიდა, რამაც გამოიწვია ჩხუბი. მერე გადავედით გზის იქით. მაგან მითხრა შევხვდეთ თბილისის ზღვაზეო. ერთ საათში მე ავდივარ თბილისის ზღვაზე, ვხვდები ჯაიანს და რამდენიმე კაცი მხვდება. ჩხუბი რომ ატყდა დანა ამოვიღე და მოვიქნიე და ჩემი მოქნეული დანა მოხვდა ჯაიანს’’.

ათამდე პირს შორის დაწყებული ქუჩური გარჩევა, 20 წლის დევიკო ჯაიანის მკვლელობით დასრულდა. ცივი იარაღით მიყენებული მრავლობითი ჭრილობის შედეგად, ის საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, ხოლო ლუტიძე და ელიაშვილი შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

0

ავტორი: