გამოვიდა ვარლამ ჩერქეზიშვილის თხზულებათა I ტომი გამოვიდა ვარლამ ჩერქეზიშვილის თხზულებათა I ტომი />


  14:10:43     24-11-2011

გამოვიდა ვარლამ ჩერქეზიშვილის თხზულებათა I ტომი

a12642.jpg

გამოვიდა ვარლამ ჩერქეზიშვილის თხზულებათა I ტომი

25 ნოემბერს, 14 საათზე საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში გაიმართება გამოჩენილი ქართველი პოლიტიკური მოღვაწისა და პატრიოტ-ანარქისტის ვარლამ ჩერქეზიშვილის დაბადებიდან 165 წლისთავისა და მისი თხზულებების პირველი ტომის გამოცემისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია-პრეზენტაცია.

მისამართი: რუსთაველის გამზირი 52, 5-ე სართული.

ვარლამ ჩერქეზიშვილი დაიბადა 1846 წლის 15 სექტემბერს კახეთში, სოფელ თოხლიაურში (დღევანდელი საგარეჯოს რაიონი). 

გრიგოლ რობაქიძე ვარლამ ჩერქეზიშვილზე წერდა: „იყო ერთი ქართველი თავადი, ანარქისტი და თავდადებული მამულიშვილი ვარლამ ჩერქეზიშვილი. ქართული მას არ ემარჯვებოდა. საქართველოს ბავშობიდანვე იყო მოწყვეტილი. იცოდა რუსული, ფრანგული და ინგლისური. სიკვდილის წლებში, როდესაც ადამიანის მთელი არსი შეირხევა საუკუნიდან მოწყვეტილი ფესვები, უეცრად რუსულიც დაავიწყდა, ფრანგულიც და ინგლისურიც და მომაკვდავმა ქართულად დაიწყო წერა“.

ვარლამ ჩერქეზიშვილი პირველად დააპატიმრეს 1866 წელს, რუსეთის იმპერიის წინააღმდეგ მიმართუ ორფგანიზაციაში მონაწილეობისათვის. 1871 წელს დააპატიმრეს მეორედ და გადაასახლეს ციმბირში. 1875 წელს გაიქცა გადასახლებიდან და ევროპაში გაემგზავრა. ევროპაში მოღვაწეობის დროს პატრიოტული გრძნობებით ანთებული წერდა საქართველოზე. 1876-78 წლებში თანამშრომლობდა რუსულ ემოგრანტულ ჟურნალებში: “ვპერიოდ”(ლონდონი) და “ობშჩინა”(ჟენევა). 1877 წელს შევიდა ანარქისტული ინტერნაციონალურ იურის ფედერაციაში (შვეიცარია). 1877-80 წლებში დაუმეგობრდა ევროპული ანარქისტული მოძრაობის თავკაცს ჯეიმს გილიობს, ელისე რეკლიუს, პეტრე კროპოტკის და სხვებს. ვარლამ ჩერქეზიშვილს ძალიან უყვარდა თავისი სამშობლო, მიუხედავად რისკისა, არალეგალურად ჩამოდიოდა საქართველოში.

1894 წლიდან მის წერილებს, „ვაზიანის“ ფსევდონიმით, ილია ჭავჭავაძე აქვეყნებდა გაზეთ „ივერიაში“. მან გააცნო ქართულ საზოგადოებას მარჯორი უორდროპი.

 

მონაწილეობდა  საქართველოს ეროვნულ-პოლიტიკური პარტიებისა და ფრაქციების გამაერთიანებელ  კონფერეციის მუშაობაში, ჟენევაში, რომელმაც მიზნად დაისახა საქართველოს ეროვნული სახელმწიფოებრიობის აღდგენისათვის ბრძოლა. 1903 წელს მისი დამხარებით, არჩილ ჯორჯაძემ და მისმა თანამოაზრეებმა პარიზში გამოსცეს პირველი ქართული ეროვნულ-რევოლუციური გაზეთი “საქართველო” და მისი ფრანგული დამატება “La George”.

1905 წელს მისი დახმარებით ქართველმა სოციალისტ-ფედერალისტებმა ევროპიდან, მიიღეს იარაღის დიდი პარტია, ხოლო ეკიპაჟს მეთაურობდა მისივე მეგობარი, ცნობილი ჰოლანდიელი ანარქისტი ქრისტიან კორნელისი.

1907 წელს ვარლამ ჩერქეზიშვილის ძალისხმევით ჰააგის საერთაშორისო ტრიბუნალს წარედგინა რამდენიმე ათასი კაცის მიერ ხელმოწერილი “საქართველოს ხალხის კანონიერი უფლება – აღედგინოს ეროვნული სახელმწიფოებრიობა”. 1910 წელს მონაწილეობდა ლონდონში გამართულ მსოფლიო ჩაგრულ-დაპყრობილ ხალხთა საერთაშორისო კონფერენციაზე და იცავდა საქართველოს უფლებებს. კონფერენციის მდივანი იყო მისი ფრანგი მეუღლე – ფრიდა.

1918 წელს ვარლამ ჩერქეზიშვილი დაბრუნდა დამოუკიდებელ საქართვლოში. 1921 წელს ისევ მოუწია სამშობლოდან წასვლა.

ვარლამ ჩერქეზიშვილი გარდაიცვალა 1925 წლის 18 აგვისტოს ლონდონში.

მისი თხზულებების წიგნი კარგი შენაძენი იქნება ქართვლებისათვის.

0

ავტორი: