12:34:57     24-11-2011
საიერიშო ხელყუმბარა „ერგედე5“
რუსული წარმოების ხელყუმბარა ”ერგედე 5” მიეკუთვნება საიერიშო ხელყუმბარების კლასს.
შედგება კორპუსისგან ფალიის მილის, სასკდომი მუხტისა და ფალიისაგან. კორპუსი შედგება ორი ნახევარსფეროსებრი დეტალისგან, რომლებიც დამზადებულია თხელფურცლოვანი ფოლადისგან დაშტამპვის მეთოდით.
ბრძოლის წინ, ფალიის მილში იხრახნება ფალია, რომელიც უზრუნველყოფს სასკდომი მუხტის აფეთქებას. დამცავი ჭილობის გამოძრობის შემდეგ, საბრძოლო ზამბარის მოქმედებით, გამშვები ბერკეტი გადახტება გვერდზე, დამრტყმელი თავისი ნემსათი ურტყამს აალებელ კაფსულას, ცეცხლის სხივი გადადის შემყოვნებელზე, შემდეგ კი გადაეცემა კაფსულ-დეტონატორს. ამუშავდება სასკდომი მუხტი, რომლის ზემოქმედებით იშლება ხელყუმბარის კორპუსი და ნამსხვრევები ყველა მიმართულებით იფანტება.
დამაყოვნებლის წვის დრო შეადგენს 3,2-4,2 წამს. ”ერგედე 5”-ის ტაქტიკურ-ტექნიკური დახასიათება: ხელყუმბარის წონა – 310 გრ; საბრძოლო მუხტის წონა – 110 გრ; ხელყუმბარის სიგრძე – 114 მმ; დიამეტრი – 67 მმ; ნამსხვრევების გავრცელების რადიუსი 25მ.
Armada.ge
0