12:45:26     22-11-2011
“ცხოველები ადამიანებს მირჩევნია, ისინი არ გიმტყუნებენ”
ანნა მანიანი უდიდესი იტალიელი მსახიობია. ის პირველი იტალიელი ქალია, რომელმაც “ოსკარი” აიღო ქალის საუკეთესო როლის შესრულებისთვის.
მიტოვებული ჯერ მამისგან, შემდეგ კი დედისგანაც, ანნა მანიანი იზრდებოდა დედის მშობლებთან, რომში. ერთი პერიოდი დრამატურგიის სკოლაში დადიოდა, შემდეგ გადავიდა სან-რემოში, სადაც მოეწყო ღამის კლუბში და ვარიეტაში არასახარბიელო სიმღერებით. იქ ყურადღება მიაპყრო რეჟისორმა ჯოფრედო ალეკსანდრინმა, რომელმაც მანიანი ედიტ პიაფს მიამსგავსა. ანნა ფეთქებადი ტემპერამენტით ხასიათდებოდა და ტრადიციულ სამსახიობო მოთხოვნებში ნაკლებად ჯდებოდა: ის საკმაოდ დაბალი და მსუქანი იყო.
1938 წ. ითამაშა თავად ტარაკანოვის როლი მარიო სოლდატის ფილმში. თუმცა თეატრის სცენაზე უფრო უმართლებდა. ფილმებში მხოლოდ ეპიზოდურ როლებს ასრულებდა. თავისი პირველი მთავარი როლი შეასრულა დე სიკას ფილმში “ტერეზე-პარასკევს”. ვაჟის შეძენის შემდეგ მსახიობ მასიმო სერატოსგან ანნამ წელიწადი შეისვენა. თუმცა ამ დროს ჰყავდა მეუღლე ჯოფრედო ალესანდრინი და მიუხედავად იმისა, რომ სხვა მამაკაცებთან აბამდა რომანს, მხოლოდ 1950 წელს დაშორდნენ ერთმანეთს. ის აღიარებდა: “ჩემნაირი ქალები მხოლოდ ისეთ მამაკაცებს ემორჩილებიან, რომელთაც შეუძლიათ ბატონობა; მე არასოდეს შევხვედრილვარ ისეთს, რომელსაც ჩემი დამორჩილება შეეძლებოდა.”
1945 წ. მანიანს თავს დაატყდა საყოველთაო აღიარება. როსელინის ეპოქალურ ფილმში “რომი-ღია ქალაქი”, მან ითამაშა ფეხმძიმე ქვრივის როლი, რომელიც ტრაგიკულად ამთავრებს სიცოცხლებს რომში შემოჭრილი ნაცისტების მიერ. მისი სიკვდილის სცენა მსოფლიო კინემატოგრაფში ერთ-ერთ საუკეთესო სამსახიობო ნამუშევარია. ამ ფილმის შემდეგ სთავაზობდნენ უამრავ ნეორეალისტურ ფილმებში მონაწილეობას და მალე ის იტალიური კინოს სახე გახდა. კამათი მოჰყვა მის როლს როსელინის ფილმში “სიყვარული”, სადაც მან გულმართალი გლეხის როლი ითამაშა, რომელსაც გამვლელი გააუპატიურებს (გამვლელის როლს თამაშობდა ფედერიკო ფელინი).
50-იანი წლების დასაწყისისთვის მანიანს უკვე შესრულებული ჰქონდა წყება ემოციური როლებისა – დაწყებული სულიერი ტანჯვიდან, ღრმა ტკივილებიდან დამთავრებული სასაცილო კომედიებით. ამ ჩარჩოებს გასცდა ის ლუიჯი ზამპას ფილმში “დეპუტატი ანჯელინა”. ამ როლისთვის ვენეციის კინოფესტივალის პრიზი მიიღო. როსელინთან ურთიერთობების გაწყვეტის შემდეგ, მსახიობი წარმატებით მოღვაწეობდა ვისკონტისთან და რენუართან.
50-იანი წლების შუაში ნეორეალიზმი განიცდის კრიზისს, ამიტომ მანიანს ოკენისგადაღმა უწევს ფილმებში მონაწილეობის მიღება. ნახევრად ხუმრობით მსახიობმა განაცხადა: “სიკვდილივით მომბეზრდა ისტერიჩკას როლები, მუშათა კლასის მყვირალა წარმომადგენლები”. დრამატურგმა ტენეს უილიამმა მისთვის დაწერა პიესა “ვარდის ტატუ”, მაგრამ მან უარი განაცხადა ბროდვეიზე თამაშის, ინგლისური ენის კარგად არცოდნის გამო. თუმცა დათანხმდა კინოვერსიაზე გადაღებას, რამაც “ოსკარი” მოუტანა. 1957 წ. რეჟისორმა ჯორჯ კიუკორმა შესთავაზა სცენარი “ველური ქარი” და ანნას ჰოლივუდში დაბრუნება მოუწია. ამ როლისთვისაც წარადგინეს “ოსკარზე”.
მისი გვიანდელი როლებიდან აღსანიშნავია პაზოლინის ფილმი “დედა რომა”. ამ ფილმით საბჭოთა კავშირში განადიდეს ის. რუსეთში 1965 წელს გასტროლებზე იყო ჩასული. ბოლო წლებში ავადმყოფობდა, დაუსვეს კუჭქვეშაჯირკვლის კიბოს დიაგნოზი. მისი უკანასკნელი ფილმი გახდა ფელინის “რომი” 1972 წელს, სადაც საკუთარ თავს თამაშობს პატარა მონაკვეთში.
ანნა მანიანი გარდაიცვალა 1973 წლის 26 სექტემბერს 65 წლის ასაკში. დაკრძალულ იქნა როსელინების საოჯახო სასაფლაოზე, რომელსაც ბოლო წლებში შეურიგდა.
შემოქმედება:
1. პრინცესა ტარაკანოვა 1938 წ.
2. ტერეზე-პარასკევს 1941 წ.
3. მეწვრილმანე და ქალბატონი 1943 წ.
4. უკანასკნელი ვაგონი 1943 წ.
5. რომი-ღია ქალაქი 1945 წ.
6. დაცემა სიღარიბესთან 1945 წ.
7. უცნობი კაცი სან მარინოდან 1946 წ.
8. ბანდიტები 1946 წ.
9. მის წინაშე მთელი რომი ცახცახებს 1946 წ.
10. დეპუტატი ანჯელინა 1947 წ.
11. ქალის პრობლემა 1948 წ.
12. სიყვარული 1948 წ.
13. ასუნტა სპინა 1948 წ.
14. ვულკანი 1950 წ.
15. ყველაზე ლამაზი 1951 წ.
16. ოქროს კარეტა 1953 წ.
17. ვარდის ტატუ 1955 წ.
18. გამოღვიძება 1957 წ.
19. ველური ქარი 1957 წ.
20. და ველური ველური ქალი 1959 წ.
21. გაქცეული ბავშვი 1959 წ.
22. მხიარული სიცილი 1960 წ.
23. რომის დედა 1962 წ.
24. იოზეფას ძარცვა 1963 წ.
25. იტალიიდან 1965 წ.
26. სანტა ვიტორიას საიდუმლო 1969 წ.
საინტერესო ფაქტები:
1. მასთან შეხვედრის შემდეგ ტენეს უილიამსმა თქვა: ”არასოდეს მინახავს მსგავსი სილამაზის ქალი, უდიდესი თვალები, ნაღებისფერი კანი.”
2. მისი უსაყვარლესი შვილი ლუკა, ხანმოკლე რომანის შედეგია მასიმო სერატისთან.
3. დარწმუნებული იმაში რომ ვერ მიიღებდა “ოსკარს” “ვარდის ტატუში”, ის არ მივიდა დაჯილდოებაზე. რეპორტიორმა, რომელმაც გააღვიძა ის რომში, ძლივს დაარწმუნა რომ მან გაიმარჯვა და არ ხუმრობდა. “შენ ტყუი,” ვარაუდით განაცხადა ანნამ “ თუკი ეს ხუმრობაა, მე შენ მოგკლავ!”
4. იტალიელი მსახიობის ოლივია მანიანის ბებია.
5. მანიანის იტალიელი დედა მკერავი იყო. მამა ეგვიპტელი ყავდა. თუმცა ეგვიპტეში არ გაიზარდა. რომში დაიბადა ბებია-პაპის ოჯახში და იქვე აღიზარდა.
6. 7 წლის ასაკში მიაბარეს სამონასტრო სკოლას, სადაც ისწავლა ფრანგული. ის ასევე მღეროდა, უკრავდა ფორტეპიანოსა და გიტარაზე.
7. იყო იპოქონდრიკი, მუდმივად ატარებდა თერმომეტრს და ტემპერატურას იმოწმებდა.
8. ანნა ამბობდა: “ცხოველები ადამიანებს მირჩევნია, ისინი არ გიმტყუნებენ.”
popularpopcorn.blogspot.com
0