11:41:14     21-11-2011
გარდაიცვალა ცნობილი კინორეჟისოსრი ლერი სიხარულიძე
გარდაიცვალა ცნობილი კინორეჟისოსრი ლერი სიხარულიძე
ცნობილი კინორეჟისორი და შესანიშნავი პიროვნება - ლერი სიხარულიძე დაიბადა 1934 წლის 22 სექტემბერს თბილისში. 1959 წელს დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამთო ფაკულტეტის გეოლოგიის განყოფილება. 1967 წელს დაამთავრა მოსკოვის საკავშირო კინოინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტი. 1968 წლიდან მუშაობდა სატელევიზიო სტუდიაში ფილმების რეჟისორად. 1976-1978 წლებში იყო კინოსტუდია „ქართული ფილმის“ მულტიპლიკაციური ფილმების გაერთიანების სამხატვრო ხელმძღვანელი.
1980 წელს მიენიჭა ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის წოდება. იყო არა ერთი ფესტივალის ლაურიატი.
ლერი სიხარულიძე იყო სცენარის ავტორი და რეჟისორი ფილემებისა: „საჯვარეობა“ (1994, დოკუმენტური), „ლახტის გაკვეთილები“ (1986, დოკუმენტური), „ინდი-მინდი (სიმღერა შვილიშვილებისათვის) (1977, სატელევიზიო მხატვრული ფილმი), „უსასრულობა“ (1971, მოკლემეტრაჟიანი სატელევიზიო მხატვრული ფილმი), „მზის საათი“ (მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმი)...
ლერი სიხარულიძე იყო ნიჭიერი შემოქმედი, დაუღალავი მოღვაწე, კეთილშობილი ადამიანი და გულმხურვალე მამულიშვილი, რომლის უმთავრესი მიზანი სამშობლოს კეთილდღეობა გახლდათ.
პანაშვიდი: 21 ნოემბერს, ფანასკერტელის 12, 11-ე სართული.
გამოსვენება სამშაბათს, 22 ნოემბერს, 14:00 საათზე - ჯვართამაღლების ეკლესიიდან, ფანასკერტელის 14.
0