ბრუს ვილისი და ჰოლივუდი ბრუს ვილისი და ჰოლივუდი />


  10:23:35     21-11-2011

ბრუს ვილისი და ჰოლივუდი

a12514.jpg

ჰოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი მსახიობი ბრუს ვილისი იდარ-ობერშტაინში (დასავლეთ გერმანია), ამერიკულ-გერმანულ ოჯახში დაიბადა. შემდეგ, მისი ოჯახი საცხოვრებლად აშშ-ში გადავიდა. ბრუსი რვა წლის ასაკიდან იწყებს სამოყვარულო დრამატულ სტუდიაში მეცადინეობას (მიუხედავად მისი ენაბლუობისა). მოსინჯა სიმღერაც ბლუზის ანსამბლ „ლუს-გუზ“-ში, სადაც ის აკომპანირებას უკეთებდა საკუთარ თავს ტუჩის გარმონით, თამაშობდა სტუდენტურ თეატრალურ კოლექტივთან, ხოლო შემდეგ არაბროდვეის სცენაზე ნიუ-იორკში, რის გამოც, 1977 წელს (იგი 22 წლის იყო), მან დაანება თავი კოლეჯში სწავლას.

მცდელობა მიეღო როლი კინოში, სცენაზე, ტელევიზიაში, უშედეგოდ მთავრდებოდა. საღამოობით ბრუსი დარდს სპირტით იქარვებდა.. თავის მისწრაფებაში, გამხდარიყო მსახიობი, მან გამოავლინა სასწაული შეუპოვრობა, მაგრამ მისი ძალისხმევა შოუ-ბიზნესის კორიფეების მიერ, სათანადოდ ვერ იქნა შეფასებული. უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, ვილისის ტალანტი შეაფასეს არა თეატრალურ სცენაზე, არამედ ნიუ-ორკის პოპულარულ ბარში „კაფე სენტალი“, სადაც დროს ატარებდა მსახიობთა ბოჰემა. ბარში მუშაობა ერწყმოდა მის შეუპოვარ მცდელობებს დაეახლოვებინა „ვარსკვლავური საათი“ თეატრსა და კინოში. მსახიობს მოუხდა შეესრულებინა არაფრისმთქმელი როლები „ბ“ კატეგორიის ფილმებში და რეკლამებში. პირველი როლი კამერის წინ მან „ითამაშა“ ჯინსის „ლივაისის“ რეკლამაში.

1984 წელს, სემ შეპარდის პიესის არაბროდვეის სცენარული ვერსიაში „ შეყვარებული ბრიყვი“, წარმატებულად შესრულებული როლის შემდეგ, სადაც მსახიობმა ითამაშა მთავარი როლი, მასზე პირველი დადებითი შეფასებები დაიწერა და მიიწვიეს სინჯებზე ლოს-ანჟელესში. ბრიუსი კმაყოფილი იყო იმით რომ მოხვდა ლოს-ანჟელესში და მიეცა ოლიმპიადის ნახვის შესაძლებლობა, რომელიც უფრო ძალიან აინტერესებდა, ვიდრე შემოთავაზებული როლი. შემთხვევით, გაფრენამდე ერთი დღით ადრე ,ბრიუს უილისი შეიყვანეს სტუდიაში სერიალ „მთვარის შუქი“-ის სინჯებზე.. ამის შემდეგ იწყება ისტორია დიდებისა. არავისთვის ცნობილი ნიუ-ორკელი მსახიობი ისე მოეწონათ პროდიუსერებს, რომ ეპიზოდური როლის მაგივრად, ის აიყვანეს თვით სიბილ შეპარდის პარტნიორად.

მუშაობის პირველ თვეებიდან სერიალში, ბრუს ვილისი გახდა საოცრად პოპულარული, ხოლო ჟურნალისტები ჭორაობდნენ მის და სიბილას „ეკრანსმიღმა“ რომანზე. პრესა გაძლიერებულ ინტერესს იჩენდა ვილისის მიმართ. ბრუსმა დაახლოებით ამ პერიოდში, 1987 წელს გაიცნო დამწყები მსახიობი დემი მური, რომელსაც მაშინ ძირითადად იღებდნენ ისეთ გამსვლელ ფილმებში, როგორებიცაა „პარაზიტი“, „შეყვარებული ახალგაზრდა ექიმები“, „გასული ღამის შესახებ“  და ასევე სურათში „წმინდა ელმას ცეცხლი“, რომელმაც მიიქცია კრიტიკოსების ყურადღება. ვილისის ურთიერთობა დემი მურთან მღელვარედ ვითარდებოდა. მას უყვარდა სმა, დემიც ალკოჰოლიკი იყო (ის კლინიკაშიც კი მკურნალობდა). მალე ისინი დაქორწინდნენ.

80-იანი წლების შუა ხანებში, ბრუს ვილისს იღებდნენ სერიალში „მთვარის შუქი“... ამ სერიალმა, რომელიც გადიოდა ამერიკის ტელეეკრანებზე 1985—1989 წლებში, ვილისი გახადა არა მარტო პოპულარული შემსრულებელი არამედ, 80-იანი წლების მეორე ნახევრის მამაკაცის იდეალი და საბოლოოდ, მან თავისი განსაკუთრებული ადგილი დაიმკვიდრა ჰოლივუდის ისტორიაში....

0

ავტორი: