10:20:28     21-11-2011
Raad 1 (ირანი)
Raad 1 (Thunder-1) - თვითმავალი ჰაუბიცა მთლიანად დაპროექტდა და აიწყო ირანში. დანადგარმა 1996 წელს სხვადასხვა ტესტირებაც წარმატებით გაიარა. ვარაუდობენ, რომ დანადგარი ირანის არმიამ შეიარაღებაში მიიღო და მისი მასობრივი წარმოებაც დაიწყო.
Raad 1-ი იყენებს საბჭოთა თვითმავალ ჰაუბიცა-2S1 Gvosdika-ს კოშკურას, ხოლო ნაწილი ამ დანადგარებისა აღჭურვილია ირანული კოშკურებით. დანადგარს წუთში 4-5 ჭურვის სროლა შეუძლია. Raad 1-ი იყენებს საბჭოთა (რუსულ) სტანდარტულ 122 მმ-იან ჭურვებს, მათ შორის: მსხვრევად-ფუგასურ, კასეტურ, კვამლის და მანიშნებელ ჭურვებს. მაქსიმალური დიაპაზონი ცეცხლის წარმოებისა 15.2 კმ-ს შეადგენს.
დანადგარის ჭურვების მარაგი 40 ერთეულია. Raad 1-ს მეორადი შეიარაღება არ გააჩნია. დანადგარს ოთხკაციანი ეკიპაჟი ემსახურება: მეთაური, მსროლელი, მძღოლი და დამტენი. Raad 1-ის ჯავშანი ეკიპაჟის წევრების დაცვას უზრუნველყოფს ცეცხლსასროლი იარაღის ტყვიებისა და ჭურვების ნამსხვრევებისაგან.
Raad 1-ი დამონტაჟებულია ირანული წარმოების Boragh-ის ტიპის მანქანის შასიზე. თვითონ Boragh-ი ეფუძნება საბჭოთა BMP-1-ის ან ჩინური ტიპი-86 IFVs-ის ბაზას. Raad 1-ი აღჭურვილია დიზელის ძრავით, რომელიც 298/330 ცხენის ძალას ანვითარებს. დანადგარი მინიმალური მომზადების შედეგად სრულ ამფიბიურ მანქანად იქცევა.
Armada.ge
0