10:12:17     21-11-2011
უნგრული ცხელი დესერტი
მასალა:
თეთრი პური - 0.5 კგ
რძე - 1.5 ლიტრი
შაქარი - 6 ს/კ
ვანილის შაქარი - 1 ს/კ
კვერცხის გული - 2 ცალი
ფქვილი - 1 ს/კ
ლიმონის ცედრა - 1 ჩ/კ
ნიგოზი - 200 გრ
აიღეთ გამხმარი პური და ჩაალბეთ რძეში ისე რომ მთლიანად დარბილდეს. მოამზადეთ პასტა: ყაყაჩოს ან გატარებულ ნიგოზს დაამატეთ ლიმონის ცედრა, 3 ს.კ შაქარი და რძე იმდენი რომ არაჟნისებური კონსისტენცია მიიღოთ. თუ პური კარგად დალბა, გადმოწურეთ რძე ქვაბში და დაამატეთ იმდენი რომ დაახლოებით 600 მლ რძე გამოვიდეს. შემოდგით ცეცხლზე და აადუღეთ. პური კი რამე ლამაზ გამჭვირვალე ღრმა ჭურჭელში გადაიტანეთ. 50 მლ რძეში კარგად აურიეთ კვერცხის გულები, ვანილი 3 ს.კ შაქარი და რძე. როცა ადუღდება კარგად აურიეთ ეს მასა. ადუღებამდე არ მიიყვანოთ თორემ კვერცხის გულები დაიწყებენ ტივტივს. ყაყაჩოს / ნიგვზის პასტა კარგად აურიეთ დალბობილ პურში და თავზე მოასხით მასა. სილამაზისათვის თავზე მოაყარეთ დაფხვნილი ნიგოზი ან ყაყაჩო.
0