11:01:59     19-11-2011
ალტერნატიული როკი
ალტერნატიული როკი (ასევე, ალტერნატიული მუსიკა, ან უბრალოდ ალტერნატივა) როკ მუსიკის ჟანრია, რომელიც 1980-იან წლებში გამოჩნდა და პოპულარობა 1990-იან წლებში მოიპოვა. როგორც მუსიკალური ჟანრი, ალტერნატივა შეიცავს სხვადასხვა ქვეჟანრებს, რომლებიც ამოტივტივდნენ დამოუკიდებელი მუსიკიდან. ეს ჟანრებია: გრანჟი, ბრიტპოპი, გოთიკური როკი, და ინდი პოპი. 80-იან წლებში, ალტერნატიული მუსიკიდან მხოლოდ რამდენიმე ჯგუფი იყო პოპულარული. ნამდვილი წარმატება კი ალტერნატიულმა როკმა 90-იან წლებში მოიპოვა, როდესაც მეინსტრიმში „ნირვანა“ გამოჩნდა. პარალელურად, სიეტლში დაარსებულმა გრანჟ ჯგუფებმა ასევე მოიპოვეს პოპულარობა და შედეგად, 1990-იანი წლების აშშ-ს რადიოსადგურებსა და მუსიკალურ ტელევიზიებში ალტერნატიული როკი დომინანტ ჟანრად იქცა.
სანამ ალტერნატიულ როკს ის სახელი დაერქმეოდა, რაც დღეს ჰქვია, ბევრი სხვა აღნიშვნა გამოიცვალა. 80 იან წლების ამერიკაში, მას კოლეჯ-როკს უწოდებდნენ, ინგლისში კი ინდის ეძახდნენ. სიტყვა ალტერნატივა პირველად 1980-იანების შუა წლებში გაჟღერდა, მაგრამ ოფიციალურად ტერმინი ალტერნატიული როკი 1990 წელს დამკვიდრდა.
ალტერნატივა არსებითად არის "ანდერგრაუნდ" მუსიკა, რომელიც 80 იანების შუაგულში ამოტივტივდა, პანკ როკ მოძრაობის კვალდაკვალ. ალტერნატიული როკ ჯგუფები 80 იანი წლებში დაშორებულნი იყვნენ მეინსტრიმისგან და კომერციული წარმატებისგან. ისინი, ძირითადად, პატარა კლუბებში უკრავდნენ, მცირერიცხვოვანი ფანების თანხლებით. ალტერნატიული ჯგუფისთვის დამახასიათებელი ინსტრუმენტებია: გიტარა ბას გიტარა, დასარტყამი და ხანდახან პიანინო. პიანინოს, ძირითადად, ბრიტპოპ ჯგუფები იყენებენ. ალტერნატივის ტექსტები სხვა როკის ჟანრებზე მეტად ეხება სოციალურ თემებს: ნარკოტიკებს, დეპრესიას, ალკოჰოლს და ასე შემდეგ. მიუხედავად იმისა, რომ რომ 80-იანების არტისტების ალბომები არცთუ ისე დიდი ტირაჟით იყიდებოდა, მათ მაინც დიდი გავლენა მოახდინეს გვიანდელ ალტერნატიულ ჯგუფებზე და საფუძველი ჩაუყარეს მათ წარმატებას.
0