ქათმის "ხალადეცი" ქათმის "ხალადეცი" /> "/> " />


  10:57:52     18-11-2011

ქათმის "ხალადეცი"

a12421.jpg

მასალა:

ქათამი  - 1 ცალი

სტაფილო  - 140 გრ

მარილი  - 1 ჩ/კ

დაფნის ფოთოლი  - 4 ცალი

ქინძი  - 1 კონა

ხახვი  - 1 თავი

ნიორი  - 5 კბილი

წიწაკა (შავი)  - 5 ცალი

კვერცხი  - 1 ცალი

 

ხალადეცი კეთდება ღორის და ძროხის ბულიონისგან.ცჩვენ მოვამზადოთ ქათმის ხალადეცი, რაც არანაკლებ გემრიელია და უფრო ნაზიც გამოდის.ცქათამი სასურველია რომ იყოს სოფლის.ცქათამს მოვაცალოთ კანი.ცჩავდოთ დიდი ქვაბში და დავასხათ ცივი წყალი, ისე რომ ქათამი დაიფაროს წყლით. დავდგათ მაღალ ცეცხლზე.ცროცა წყალი ადუღდება, მოვაცალოთ ქაფი და ვადუღოთ დაბალ ცეცხლზე 4 საათის განმავლობაში, თან ვურიოთ და მოვაშოროთ ქაფი და ცხიმი.

ქათამი კარგად უნდა მოიხარშოს, ადვილად უნდა შორდებოდეს ძვლებს და ნახარშიც უნდა შემცირდეს 2-ჯერ. დავამატოთ ქვაბში გაფცქვნილი სტაფილო, 1 თავი ხახვი და ვხარშოთ კიდევ 30 წუთი.ცმერე დავამატოთ მარილი გემოვნებით, დაფნის ფოთოლი, შავი წიწაკა და ისევ ვხარშოთ 30 წუთი. სანამ ქათამი იხარშება, მოვხარშოთ კვერცხი. გავაციოთ და მოვაცალოთ ქერქი. სტაფილო დავჭრათ ლამაზ ფორმებად. კვერცხი და სტაფილო დაგვჭირდება ხალადეცის მოსართავად. გავფცქვნათ ნიორი და დავჭრათ თხელ ნაჭრებად. მოხარშული სტაფილო, ხახვი და დაფნის ფოთოლი ამოვიღოთ ბულიონიდან და გადავაგდოთ. ბულიონი დავტოვოთ გასაციებლად. ქათმის ხორცს მოვაცალოთ ძვლები, დავჭრათ საშუალო ნაჭრებად და ჩავყაროთ ფორმაში. კვერცხი დავჭრათ და ხორცს ზემოდან დავაყაროთ. მანდვე დავაყაროთ დაჭრილი სტაფილო და ნიორი. სილამაზისთვის დავაყაროთ ქინძის ფოთლები. ფრთხილად დავასხათ გაციებული ბულიონი და შევდგათ მაცივარში 24 საათით.

0

ავტორი: