10:56:41     18-11-2011
კომბოსტოს მწნილი
მასალა:
კომბოსტო - 2 კგ
ნიორი - 1 კბილი
მარილი - 5 ჩ/კ
ზეთი - 100 მლ
სტაფილო - 400 გრ
შაქარი - 100 გრ
ძმარი - 150 მლ
მომზადება
ვიწყებთ ყველაზე რთული პროცესიდან - ვჭრით კომბოსტოს. გავხეხოთ სტაფილო მსხვილ სახეხზე. ქვაბში ფენებად ჩავაწყოთ კომბოსტო და სტაფილო. შიგადაშიგ ფენებს შორის ჩავაწყოთ დაჭყლეტილი ნიორი და ბოლოს ყველაფერი კარგად დავპრესოთ. მოვამზადოთ მარინადი: ამისათვის 1 ლიტრ მდუღარე წყალში ვურევთ ძმარს, ზეთს , მარილს და შაქარს. ვურევთ სრულ გადნობამდე. დავასხათ მარინადი კომბოსტოს ისე, რომ სრულად დაიფაროს. დავახუროთ თავსახური და 2 დღით დავდგათ ოთახის ტემპერატურაზე. ბოლოს გამზადებული კომბოსტო მოვათავსოთ ქილებში და შევინახოთ მაცივარში.
0