12:19:33     17-11-2011
10 ყველაზე ძლიერი არმია მსოფლიოში
წარმოდგიდგენთ10 ყველაზე ძლიერ არმიას მსოფლიო მაშტაბით.
#10.პაკისტანი
პაკისტანის არმია დააარსდა 1947 წელს და მის რიგებში შედის 500 000 კარგად გაწვრთვნილი ჯარისკაცი.პაკისტანის საბრძოლო ისტორიაში შედის კონფლიქტები მის მეზობელ ისეთ ქვეყნებთან, როგორიცაა ავღანეთი,ინდოეთი,საომარი მოქმედებები სპარსეთის ყურეში,90_იან წლებში შეიარაღებული კონფლიქტი მოგადიშოსა და სომალში.ოფიციალური პაკისტანი ასევე იბრძოდა აშშ–ის მხარეს თალიბანისა და ალ–ქაიდას წინააღმდეგ.
#9 ისრაელი
ისრაელი ერთადერთი ქვეყანა მსოფლიოში, რომელიც ჯარში იწვევს როგორც მამაკაცებს, ისევე ქალებს. ისრაელის შეიარაღებული სამსახური შეიქმნა 1948 წელს და მის შემადგენლობაში შედის 150 000 ადამიანი.
#8 რუსეთი
რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალები შეიქმნა 1992 წლის 7 მაისს.არმიის შემადგენლობაში შედის დაახლოებით მილიონი ადამიანი. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, იგი ითვლებოდა მსოფლიოში ყველაზე ძლიერ ქვეყნად შეიარაღების მხრივ, როგორც მებრძოლთა,ასევე ატომური იარაღის რაოდენობით.
#7 თურქეთი
თანამედროვე თურქეთის არმია ერთ–ერთი სახელგანთქმული არმიაა მთელს მსოფლიოში,რომელმაც დაიცვა ნეიტრალიტეტი მეორე მსოფლიო ომში.ორგანიზაცია “ნატოს” რიგებში შეიარაღების მხრივ თურქეთი იკავებს მეორე ადგილს.
#6 სამხრეთ კორეა
სამხრეთ კორეის საბრძოლო არმია შეიქმნა 1939 წელს და მის შემადგენლობში შედის ერთ მილიონზე მეტი ადამიანი.რეზერვის არმია,რომლებიც საგანგებო საომარი მოქმედებების დროს ჩართვება ომში, შეადგენს 7 მილიონ ადამიანს.სამხრეთ კორეის ისტორიაში, მნიშვნელოვანი ბრძოლები ჰქონდა ჩრდილოეთ კორეასთან და ვიეტნამთან. წინააღმდეგობები სამხრეთ და ჩრდილოეთ კორეას შორის კიდევ არსებობს. ქვეყანა ფლობს ატომურ იარაღს.
#5 გერმანია
გერმანიას ჰყავს ერთ–ერთი ძლიერი და სახელგანთქმული არმია მსოფლიოს ისტორიის მანძილზე. გარმანელთა არმიაში შედის დაახლოებით 200 000 ადამიანი.მას ჰყავს ძლიერი და მობილიზებული არმია, ასევე, ძლიერი შეიარაღება და საბრძოლო ტექნიკა.
#4 ინდოეთი
ინდურ არმიაში წარმოდგენილია ერთ მილიონზე მეტი სამხედრო მოსამსახურე.ინდოეთს რთული ურთიერთობა ჰქონდა პაკისტანთან, თუმცა, ბოლო დროს, ეს ურთიერთობები გაუმჯობესდა.
#3 დიდი ბრიტანეთი
დიდი ბრიტანეთის არმია დაფუძნდა 1661 წელს და მონაწილეობდა თითქმის ყველა ცნობილ ომში.დიდი ბრიტანეთი მონაწილეობს საერთშორისო ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში. ქვეყნის არმიაში მსახურობს 150 000 ადამიანი.
#2 ჩინეთი
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის არმიაში მსახურობს მსოფლიოში ყველაზე მეტი სამხედრო მოსამსახურე – 2.2 მილიონი ადამიანი.ჩინეთის არმია დაფუძნდა 1927 წელს და მონაწილეობდა იაპონიასთან კონფლიქტში, კორეასთან და ვიეტნამთან ბრძოლაში.
#1 აშშ
აშშ-ს არმია ჩამოყალიბდა 1775 წელს .ქვეყანამ მიიღო მონაწილოება მსოფლიო ომში, ჩინეთთან, ვიეტნამთან ომებში და დღესდღეობით მონაწილეობს მსოფლიო ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში. არმიაშია 500 000 ადამიანი და მილიონი ადამიანით წარმოდგენილი რეზერვი …
ileola.wordpress.com
0