11:46:47     17-11-2011
სპექტაკლი ვაჟას ნაწარმოების მიხედვით
17 ნოემბერს, დუშეთის კულტურის სახლში ვაჟა-ფშაველას ერთერთი ნაწარმოების მიხედვით გაიმართება სპექტაკლი, რომელიც პედაგოგ ნანა კაიშაურის ხელმძღვანელობით დაიდგა და მასში მონაწილეობას ამავე სკოლის მოსწავლეები მიიღებენ.
სპექტაკლი 14.00 საათზე დაიწყება, რომელსაც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, დუშეთის მოსახლეობასთან ერთად დაესწრებიან.
ვაჟა-ფშაველას დაბადებიდან 150-ე წლისთავთან დაკავშირებით 2011 წელი ვაჟას წლად არის გამოცხადებული.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ ამ იუბილესთან დაკავშერებით გამოაცხადა კვირეული, სადაც მონაწილეობა მიიღო დუშეთის პირველმა საჯარო სკოლამ.
ghn
0