11:45:55     17-11-2011
მაია ბარათაშვილი და „შინი“ კონცერტს გამართავენ
დღეს, 17 ნოემბერს, მაია ბარათაშვილი და ჯგუფი "შინი" მსოფლიო მუსიკის ფესტივალის - "ცხოვრება მშვენიერია" ფარგლებში რუმინეთში კონცერტს გამართავენ.
"მსოფლიო მუსიკის ფესტივალი "ცხოვრება მშვენიერია" რუმინეთში უკვე წლებია ტარდება. მე და ჯგუფი "შინი" კონცერტს 17 ნოემბერს, ოპერეტის თეატრში გავმართავთ. პრესტიჟულ დარბაზში წარვადგენთ ქართულ პოლიფონიას, მსოფლიო მუსიკის ელემენტებით ქართულ ტრადიციულ სიმღერებსაც, მათ შორის დავით თორაძის რომანსს "დღე პირველი, დღე უკანასკნელიდან", - აღნიშნა "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას ბარათაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ მაია ბარათაშვილი და ჯგუფი "შინი" 3 წლის წინ გაერთიანდნენ. ჯგუფი გერმანიაში მოღვაწეობდა. ქართველი ჯაზშემსრულებელთან გაერთიანების იდეა თამარ ჩხეიძეს ეკუთვნის. "შინის" და მაია ბარათაშვილის დებიუტი გერმანიაში შედგა. მათზე რეჟისორ გიორგი კიკალიშვილის და საზოგადოებრივმა არხის ორგანიზებით ფილმიც გადაიღეს.
ghn
0