11:15:01     17-11-2011
ხინკალი
მასალა:
ღორის ხორცი - 1 კგ (ან ცხვრისხორცი)
ხახვი - 5 თავი
კვერცხი - 1 ცალი
მწვანილი - გემოვნებით
პილპილი - გემოვნებით
მარილი - გემოვნებით
ღორის ან ცხვრის ხორცი დავჭრათ ნაჭრებად და გავატაროთ ხორცის მანქანაში. მანდვე გავატაროთ ხახვი. ხორცის ფარშს შევურიოთ: პილპილი, მარილი,ოხრახუში, ქინძი, ქონდარი. დავამატოთ თბილი წყალი (დაახლოებით 1 ჭიქა). ცომი უნდა მოვზილოთ მაგარი. ნახევარ ლიტრ წყალში ჩავყაროთ მარილი, დავამატოთ კვერცხი და ფქვილი. კარგად მოვზილოთ, გავაბრტყელოთ. ჭიქით გამოვჭრათ რგოლები და ისინიც გავაბრტყელოთ. თითოეულ ცომზე დავაწყოთ 1 ს/კ ხორცი, შემოვუკეცოთ ნაპირები, რაც შეიძლება წვრილი ნაოჭებით. ხინკლები ჩავყაროთ ადუღებულ მარილიან წყალში. როცა ყველა ხინკალი ამოტივტივდება, ვადუღოთ კიდევ 5 წუთი. ამოვაწყოთ ხინკლები თეფშზე. მოვაყაროთ პილპილი. გემრიელად მიირთვით!
0