11:14:32     17-11-2011
ბრაზილიური ყავის კრემი
მასალა:
ჟელატინი - 15 გრ
კვერცხი - 3 ცალი
ვანილი - 1 ჩ/კ
ნიგოზი - 50 გრ
ყავა - 65 გრ (დაფქვილი)
შაქარი - 45 გრ
ნაღები - 300 მლ (30-33%)
შაქრის პუდრა - (მოსაყრელად)
ეს არის ბრაზილიური რეცეპტი. ბრაზილიაში ყველა ტკბილეულის შემადგენლობაში შედის შესქელებული რძე (brigadeiro), ბანანი, კვერცხი და ნიგოზი. რასაკვირველია ყავაც დიდი როლს ასრულებს დესერტებში. 200 გრ ჟელატინი ჩავალბოთ ცივ წყალში და გავაჩეროთ სანამ არ გაფუვდება. 300 მლ წყალში ჩავყაროთ 65 გრ ყავა და მოვხარშოთ. გადავასხათ ძალიან წმინდა საცერში. კვერცხის გულები ავთქვიფოთ შაქართან ერთად. ყავა ჩავასხათ კვერცხის გულებში, დავდგათ დაბალ ცეცხლზე და ვურიოთ, სანამ არ გასქელდება. დავამატოთ გაფუებული ჟელატინი და ვანილი. კარგად ავურიოთ. გაციებული ნაღები ავთქვიფოთ, რის შემდეგაც ავურიოთ გაციებულ ყავის მასას. ჩავასხათ ყავის კრემი ფორმებში და დავდგათ მაცივარში რომ გასქელდეს. მოვრთოთ ნიგოზით და მოვაყაროთ შაქრის პუდრა.
0