16:28:30     16-11-2011
შს სამინისტრომ მეუღლის მკვლელობის დამკვეთი - 47 წლის ქალი დააკავა

დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის პოლიციის თანამშრომლებმა, 47 წლის ნანა დავითულიანი და მისი თანამზრახველი, 24 წლის ლევან ეჯიბაშვილი დააკავეს. შს სამინისტროს ინფორმაციით, ბრალდებული ნანა დავითულიანი, შურისძიების მიზნით, ყოფილი მეუღლის, გიორგი მჭედლიძის და მარინე კაჭკაჭიშვილის დამამძიმებელ გარემოებაში მკვლელობას გეგმავდა. იგი მოელაპარაკა პიროვნებას, რომელიც გარკვეული მატერიალური ანაზღაურების სანაცვლოდ, აღნიშნული დანაშაულის სისრულეში მოყვანას დასთანხმდა. შს სამინისტრომ ოპერატიული ვიდეო მასალა გაავრცელა, სადაც კარგად ჩანს, როგორ გეგმავენ მკვლელობას დავითულიანი და ეჯიბაშვილი.
დაკავებულები აღიარებენ მათ მიერ ჩადენილ დანაშაულს. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 18-109-ე მუხლის III ნაწილის ა და გ პუნქტით, რაც 16-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
0