ნატალი პორტმანი – გოგონა იერუსალიმიდან ნატალი პორტმანი – გოგონა იერუსალიმიდან />


  11:40:36     16-11-2011

ნატალი პორტმანი – გოგონა იერუსალიმიდან

a12349.jpg

ნატალი პორტმანი ამერიკელი ებრაელი მსახიობია. მისი დებიუტი შედგა 1994 წელს, ფრანგულ ფილმ „ლეონში“, სადაც მსახიობი მოტაცებულ ობოლ ბავშვს განასახიერებს. 1990–იან წლებში, მას წილად ხვდა მთავარი როლები ისეთ ფილმებში, როგორიცაა „ლამაზი გოგონები“ და „ყველგან, მაგრამ არა აქ“. შემდეგ კი შეასრულა პადმე ამიდალას როლი „ვარსკვლავური ომების“ ახალ ტრილოგიაში. 1999 წელს, ჩააბარა ჰარვარდის უნივერსიტეტში ფსიქოლოგიის ფაკულტეტზე და 2003 წელს მიიღო ბაკალავრის ხარისხი.

2001 წელს პორტმანმა მონაწილეობა მიიღო ნიუ-იორკის სახალხო თეატრის სპექტაკლში „თოლია“, მერილ სტრიპთან, კევინ კლაინთან და ფილიპ სეიმორ ჰოფმანთან ერთად. 2005 წელს, ის ნომინირებული იყო ოსკარზე და მიიღო ოქროს გლობუსი, ფილმისათვის „სიახლოვე“, დრამაში განსახიერებული მეორეხარისხოვანი როლისთვის. მოგვიანებით, ნატალიმ გადაიპარსა თავი და ისწავლა ინგლისური აქცენტით საუბარი ფილმისთვის „V ნიშნავს ვენდეტას“ (2006), რისთვისაც დაიმსახურა Constellation Award for Best Female Performance, და a Saturn Award for Best Actress. 2008 წლის მაისში, ნატალი  გახდა კანის კინოფესტივალის ჟიურის ყველაზე ახალგაზრდა წევრი, რიგით 61-ე დაჯილდოებაზე. პორტმანის სარეჟისორო დებიუტმა „ივი“, ვენეციის კინოფესტივალის 65-ე დაჯილდოების მოკლემეტრაჟიან ფილმთა კონკურსი გახსნა.

ნატალი პორტმანი დაიბადა იერუსალიმში. მამამისი, ავნერ ჰერშლაგი ებრაელი ექიმია, დედამისი, ამერიკელი შელი სტივენსი კი ახლა მის აგენტად მუშაობს. დედის მხრიდან მისი წინაპრები იყვნენ ებრაელი ემიგრანტები ავსტრიიდან და რუსეთიდან, მამის მხრიდან კი, ემიგრანტები პოლონეთიდან და რუმინეთიდან. მამის მხრიდან ნატალის ბაბუა, ვისი მშობლებიც ოსვენციმის საკონცენტრაციო ბანაკში დაიღუპნენ, იყო პროფესორი ეკონომიკურ კათედრაზე ისრაელში და მისი რუმინელი დიდი ბებია კი, მეორე მსოფლიო ომის დროს, დიდი ბრიტანეთისთვის ჯაშუში იყო...

0

ავტორი: