პრემიერა მუსკომედიის თეატრში პრემიერა მუსკომედიის თეატრში />


  11:39:02     16-11-2011

პრემიერა მუსკომედიის თეატრში

a12348.jpg

თბილისის ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის სახელმწიფო თეატრში, დღეს 19.00 საათზე, სპექტაკლის "წერილები ღმერთს" პრემიერა შედგება, რომელიც რეჟისორმა მამუკა ტყემალაძემ დადგა. მასში ნინელი ჭანკვეტაძე და კახა კინწურაშვილი მონაწილეობენ.

ცნობისთვის, სპექტაკლი ცნობილი თანამედროვე მწერლის ერიკ ემანუელ შმიტის ნაწარმოების "ოსკარი და ვარდისფერი ქალბატონის მიხედვით" დაიდგა.

როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" თეატრიდან აცნობეს, პიესის სხვა პერსონაჟები სპექტაკლში ანიმაციის საშუალებით არიან წარმოდგენილი.

სპექტაკლი ლეიკემიით დაავადებული პატარა ბიჭის ამბავზეა, რომელიც წერილებს სწერს ღმერთს, სადაც საავადმყოფოში გატარებულ დღეებზე უყვება. ამ წერილებს, რომლებშიც ოსკარის ცხოვრების უკანასკნელი 12 დღეა აღწერილი, საავადმყოფოს ბავშვთა განყოფილების ექთანი ანუ ვარდისფერი უნიფორმით შემოსილი ქალბატონი აღმოაჩენს.

ghn

0

ავტორი: