ვიოლა – საკრავი შუა საუკუნეებში ვიოლა – საკრავი შუა საუკუნეებში />


  12:49:00     15-11-2011

ვიოლა – საკრავი შუა საუკუნეებში

a12320.jpg

ვიოლა - გავრცელებული იყო შუა საუკუნეებში რომანულ ქვეყნებში. ესაა ძველი მუსიკალური საკრავი, რომელსაც გააჩნია ბრტყელი ძირი, დაქანებული მხრები, ფართო გრიფი წყობით, 5-7 სიმით და გრძელი ფორმებით; (ახლანდელი გაგებით, ანუ ახალი მნიშვნელობით, ვიოლა იგივე ალტია).

ისტორიულ ვიოლას მეორენაირად ერქვა Viola da Gamba, რომლითაც მუსიკოსი მჯდომარე უკრავდა მუხლზე დადებით, ან მუხლებს შორის; იყო აგრეთვე VIola De braccio, უფრო მომცრო ზომის... ნელ–ნელა ვიოლამ დაკარგა თავისი მნიშვნელობა (დაახლოებით XVIII საუკუნისათვის) და გადაფარულ იქნა ვიოლინოს ოჯახის მიერ.

განხვავება ვიოლასა და ვიოლინოს შორის არის მათი ფორმა და ხმა, ტემბრი. ვიოლას ფორმას (აგებულებას) არ ჰქონდა მკაცრად დადგენილი სახე და გააჩნდა უფრო დაბალი ინტესივობის ხმა.

არ ვიცით, რომელი რომლიდან წარმოიშვა, იყო განსხავავებაც და გავლენაც. იქნებ სწორედ ამიტომაცაა რომ კონტრაბასი (შეიძლება ჩელოც) გარდამავალი საფეხურია ვიოლასა და ვიოლინოს შორის.

0

ავტორი: