12:09:13     15-11-2011
Eurocopter – EC 665″TIGER”(საფრანგეთი-გერმანია)
ვერტმფრენი “EC 665″-ი ,მას საფრანგეთში და გერმანიაში იცნობენ სახელწოდებით “TIGER”(ვეფხვი)-მისი ტექნიკურ-ტაქტიკური მახასიათებლები, როგორც სრულყოფილი მრავალმიზნობრივი ვერტმფრენი და მისი საბრძოლო გამოყენება ევროპის საომარ თეატრში , სრულად აკმაყოფილებს ფრანგულ-გერმანულ მოთხოვნილებებს.
1984 წელს, საფრანგეთმა და გერმანიამ მოაწერეს ხელშეკრულებას ხელი,რომლის თანახმადაც ,მათ ერთობლივად უნდა შეექმნათ საბრძოლო მრავალმიზნობრივი ვერტმფრენი,უამრავი მოლაპარაკებების შემდეგ 1989 წელს ფირმა”ევროკოპტერ”-მა მიიღო კონტრაქტი 5 ერთეული საცდელი ნიმუშის ასაგებად.ამათგან 3 ვერთმფრენი წარმოადგენდა საცდელ ნიმუშებს რომლებსაც ევალებოდათ განესაზღვრათ ვერტმფრენის აეროდინამიური და საფრენოსნო მახასიათებლები და მათ შეიარაღება არ გააჩნდთ.დანარჩენი ორი კი ემსახურებოდა შეიარაღების კომპლექსების გამოცდას.ერთერთ მათგანზე ისინჯებოდა ტანკსაწინააღმდეგო შეიარაღება,და ხდებოდა მათი მისადაგება ფრანგულ ი და გერმანული არმიების მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად,ხოლო მეორეზე კი მოწყობილობების მისადაგება გამცილებელი ტიპის ვერტმფრენისადმი,ფრანგული არმიისათვის.
ვერტმფრენის პლანერი დამზადებულია ძირითადად ნახშირპლასტიკის მასალებისაგან და გამოირჩევა განსაკუთრებულად მაღალი სიცოცხლისუნარიანობით.პირველი საცდელი ნიმუშის აფრენა მოხდა 1991 წლის 27 აპრილს.შეიქმნა ვერტმფრენის სამი ვარიანტი.საფრანგეთის არმიის ავიაციისათვის(ALAT)შეიქმნა ტანკსაწინააღმდეგო ვერტმფრენი HAC-(HELIKOPTERE ANTI-CHAR) და გამცილებელი ვერტმფრენი HAP-(HELIKOPTERE D,APPUI ET DE PROTECTION),ხოლო გერმანული არმიისათვის კი, ტანკებთან საბრძოლველად და უშუალოდ ჯარების მხარდასაჭერად UHT-(UNTERSTUTZUNGSHUBSCHRAUBER TIGER).საფრანგეთმა შეუკვეთა 100 ვერტმფრენი HAC-ქვედანაყოფ ALAT-ისათვის,ხოლო გერმანიამ კი 212 ერთეული UHT.ვერტმფრენები HAC-ი და UHT აღჭურვილია ლაზერული მანძილმზომი-მიზანმაჩვენებელი მოწყობილობით,რომელიც განთავსებულია მზიდი ხრახნის თავზე,თვალთვალისა და სითბოლენგატორის ოპტიკური სისტემით და კოდევ ერთი სითბოლენგატორი რომელიც განთავსებულია ფიუზელაჟის წინა ნაწილში და რისი წყალობითაც იმართება,ტანკსაწინააღმდეგო მართვადი რაკეტები”ტრიგატ”-ი.ვერტმფრენი UHT-შეიძლება შეიარაღდეს “მაუზერ”-ის ტიპის 30 მმ-იანი ქვემეხით.საფრანგეთს ასევე დაგეგმილი აქვს 115 ერთეული ვერტმფრენის-HAP-ის შეძენა.მათ შეიარაღებაში იქნება:30 მმ-იანი ქვემეხი GIAT M30/7818 (საბრძოლო მარაგი-450 ჭურვი),სამიზნე მოწყობილობა STRIX-ი და სარაკეტო შეიარაღება,მათ შორის “ჰაერი-ჰაერი”კლასის რაკეტების “მისტრალ”-ის ტარება.
1999 წელს საფრანგეთმა და გერმანიამ სამთავრობო დონეზე მოაწერეს ხელი კონტრაქტს,160 ერთეული სერიული ვერტმფრენის”TIGER”-ის წარმოებაზე,მათი მიწოდება არმიებისათვის დაიწყო 2003 წელს.ვერტმფრენის შეძენაზე ასევე კონტრაქტი გააფორმეს ავსტრალიამ და ესპანეთმა.
ტაქტიკურ-ტექნიკური მახასიათებლები:
მოდელი-EUROCOPTER ES 665 “TIGER” HAC/UHT.
ტიპი-ტანკსაწინააღმდეგო და ჯარების მხარდამჭერი ვერტმფრენი.
ძალური დანადგარი-2ჰიდროტურბინიანი ძრავა MTU/TURBO MEKA/ROLS-ROYSS MTR390-ასაფრენი სიმძლავრით ,თვითოეული 1285 ც/ძ.
საფრენოსნო მახასიათებლები:
მაქსიმალური სიჩქარე-270 კმ/ს.
საწყისი სწრაფაღმასვლა-10.7 მ/წამში.
ფრენის სტატიკური ჭერი,ხმელეთის ზემოქმედების გაუთვალისწინებლად-3200 მ.
ცალმხრივად ფრენის სიშორე-800 კ/მ.
ფრენის ხანგრძლივობა საბრძოლო დავალების შესრულების დროს-2 საათი და 50 წუთი.
წომა და დატვირთვა:
ცარიელი ვერტმფრენის წონა-3900 კ.გ.
მაქსიმალური ასაფრენი წონა-6100 კ.გ.
ზომები:
მზიდი ხრახნის დიამეტრი-13 მ.
ვერტმფრენის სიგრძე მბრუნავი ხრახნებით-15.8 მ.
ფრთის გაშლა-4.52 მ.
სიმაღლე-5.2 მ.
შეიარაღება:8 ტანკსაწინააღმდეგო მართვადი რაკეტა HOT2 ან HOT3(TRIGAT2),და 4 ჰაერი-ჰაერი კლასის რაკეტა “STINGER”2(UHT-ტიპის ვერტმფრენზე) ან “მისტრალ”-ი (HAC-ტიპის ვერტმფრენზე)ასევე რეაქტიული ჭურვების გამშვები კონტეინერები.
ეკიპაჟი-2 ადამიანი.
armada.ge
0