11:54:00     15-11-2011
ახალი კარტოფილი კვერცხით
მასალა:
კარტოფილი - 1 კგ
ხახვი - 2‐3 თავი
კარაქი - 100 გრ
რძე - 100 გრ
კვერცხი - 5 ცალი
კამა - 1 კონა
ოხრახუში - 1 კონა
ტარხუნა - 1 კონა
პილპილი - გემოვნებით
მარილი - გემოვნებით
ახალი კარტოფილი მოვხარშოთ, გავფცქვნათ, დავჭრათ პატარა ნაჭრებად და მოვხრაკოთ წვრილად დაჭრილ, კარაქში მოშუშულ ხახვთან ერთად. შევაზაოთ კამით, ოხრახუშით, ტარხუნით. მოვათავსოთ ტაფაზე, მოვასხათ რძეში გათქვეფილი კვერცხი და შევდგათ აირღუმელში. გამზადების შემდეგ მოვასხათ გამდნარი კარაქი და მოვაყაროთ წვრილად დაჭრილი კამა.
0