11:52:56     15-11-2011
ენის სალათა ავოკადოთი
მასალა:
ძროხის ენა - 1 ცალი (მოხარშული)
კიტრი - 2 ცალი
ავოკადო - 1 ცალი
ლიმონის წვენი - 2 ს/კ
ზეითუნის ზეთი - 2 ს/კ
მწვანე რეჰანი - 2 ღერო
მარილი - გემოვნებით
წიწაკა - გემოვნებით
კიტრი და ენა დავჭრათ პატარა ნაჭრებად. ავოკადო დავჭრათ კუბიკებად. ჩავყაროთ ყველაფერი სასალათეში. ლიმონის წვენი და ზეითუნის ზეთი შევურიოთ ერთმანეთში, დავამატოთ მარილი და შავი წიწაკა. დავასხათ ეს ყველაფერი დაჭრილ ინგრედიენტებს და კარგად ავურიოთ. დავამატოთ დაჭრილი მწვანე რეჰანი.
0