11:52:17     15-11-2011
ბრინჯისა და ბულგარული წიწაკის სალათა
მასალა:
ბულგარული წიწაკა - 100 გრ (წითელი)
ბრინჯი - 120 გრ
ბარდა - 200 გრ მწვანე ბარდის მარცვლები
ძმარი - 20 გრ
პილპილი - გემოვნებით
მარილი - გემოვნებით
ბულგარული წიწაკა შევწვათ აირღუმელში, გამოვაცალოთ თესლი, გავაციოთ და დავჭრათ სიგრძეზე. ბრინჯი მოვხარშოთ დიდი რაოდენობის მარილიან წყალში, გავწუროთ საწურზე, გავაციოთ და შევურიოთ ბულგარულ წიწაკას. შემდეგ დავუმატოთ ბარდის მარცვლები, პილპილი, მარილი, ძმარი და კარგად ავურიოთ.
0