მსახიობი, რომელიც 28 წლის ასაკში დაიღუპა მსახიობი, რომელიც 28 წლის ასაკში დაიღუპა />


  15:43:25     14-11-2011

მსახიობი, რომელიც 28 წლის ასაკში დაიღუპა

a12290.jpg

ჰით ენდრიუ ლეჯერი (4 აპრილი, 1979 – 22 იანვარი, 2008) ავსტრალიელი მსახიობი იყო, რომელიც თამაშობდა როგორც ტელევიზიაში, ასევე, ფილმებში. 1998 წელს ლეჯერი საცხოვრებლად აშშ-ში გადავიდა, საკუთარი საფილმო კარიერის გასავითარებლად. მისი კარიერა მოიცავს ცხრამეტ ფილმს... ენის დელ მარის განსახიერებით ფილმში „კუზიანი მთა“, 2005 წელს ლეჯერმა მიიღო ნიუ-იორკის ფილმის კრიტიკოსთა წრეების ჯილდო კატეგორიაში „საუკეთესო მსახიობი“, ხოლო 2006 წელს - „საუკეთესო მსახიობის“ ჯილდო ავსტრალიური ფილმების ინსტიტუტისგან და ნომინირებული იყო 2005 წლის ოსკარის დაჯილდოების ცერემონიაზე კატეგორიაში „ოსკარი საუკეთესო მსახიობი მამაკაცისთვის“, ასევე ბრიტანული აკადემიის ფილმების დაჯილდოებაზე კატეგორიაში „საუკეთესო მსახიობი მთავარ როლში“. სიკვდილის შემდეგ მან მიიღო „დამოუკიდებელი სულის რობერტ ალტმანის პრემია“ მსახიობთა დანარჩენ შემადგენლობასთან ერთად, მისი მიერ ჩატარებული სამუშაოსთვის რეჟისორის და კასტინგის რეჟისორის აპლუაში ფილმზე „მე იქ არ ვარ“, რომელიც შთაგონებული იყო ამერიკელი მომღერლისა და სიმღერების ავტორის ბობ დილანის ცხოვრებითა და სიმღერებით. ფილმში ლეჯერი განასახიერებს გამოგონილ მსახიობს სახელად რობი კლარკი, ერთ-ერთ პერსონაჟს იმ ექვსიდან, რომლებიც ასახავენ დილანის ცხოვრებისა და პერსონის ასპექტებს.

ლეჯერმა მიიღო არაერთი ჯილდო მის მიერ განსახიერებული ჯოკერის როლისთვის ფილმში „ბნელი რაინდი“, მათ შორის, ოსკარი მეორეხარისხოვანი როლის საუკეთესო შესრულებისათვის, საუკეთესო მსახიობის საერთაშორისო ჯილდო 2008 წლის ავსტრალიური ფილმების ინსტიტუტის დაჯილდოებაზე, რითაც ის გახდა პირველი მსახიობი, რომელმაც მიიღო ჯილდო სიკვდილის შემდეგ...

ლეჯერი დაიღუპა ოცდარვა წლის ასაკში, „გამოწერილი წამლების მომწავლელი კომბინაციის“ შემთხვევითი მიღების გამო. სიკვდილამდე მხოლოდ რამდენიმე თვით ადრე დაასრულა ლეჯერმა გადაღებები მისი ბოლო ფილმში „ბნელი რაინდი“. სიკვდილის მომენტისათვის, 2008 წლის 22 იანვრისთვის, მას დასრულებული ჰქონდა გადაღებების დაახლოებით ნახევარი ტონის როლზე ტერი გილიამის ფილმისთვის „ექიმ პარნასის წარმოდგენები“.

0

ავტორი: