15:42:36     14-11-2011
ფილმი, რომელიც ისტორიას ვერ შემორჩა
„წითელი ეშმაკუნები“ 1924 წლის ქართული საბჭოთა ფილმია, გადაღებული რეჟისორ კოტე მარჯანიშვილის მიერ. ფილმი არაა შემორჩენილი. ის მუნჯი კინოს კატეგორიას მიეკუთვნება.
სიუჟეტი ბანალური, თუმცა, იმ ეპოქისათვის საინტერესო იყო. ფაბრიკის მეპატრონესთან კონფლიქტის გამო თადე და გიჟუა ქალაქს ტოვებენ და სოფელში ბრუნდებიან. გიჟუას თადეს და ტასია შეუყვარდება. მათი ქორწილის წინა დღეს, თავად როსტომის ბრძანებით, საპატარძლოს თავადის სახლში წაიყვანენ. მეგობრები ქალს დაიხსნიან და გლეხობაში მჩაგვრელი თავადების საწინააღმდეგო პროპაგანდას წამოიწყებენ. ამბოხებული გლეხები თავად როსტომს მოკლავენ. პოლიციისგან დევნილი თადე და გიჟუა ქალაქში დაბრუნდებიან და რევოლუციურ მოძრაობაში ჩაებმებიან. მოქანდაკე კრილოვა, რომლის ბინაშიც არალეგალურ კრებებს ატარებენ, რევოლუციონერებს გასცემს. მათ დააპატიმრებენ.
როლებში:
ლადო კავსაძე (გიჟუა – მუშა – რევოლუციონერი)
ლილი ღოღობერიძე (ტასია – გიჟუას საცოლე)
ლ. ქართველიშვილი (თადე – გიჟუას მეგობარი)
ივლიტა ჯორჯაძე (მარო)
ლ. სოკოლოვი (გადმოსახლებული რევოლუციონერი)
ნიკო გოცირიძე (მოხუცი)
მარია არნაზი (კრილოვა – პროვოკატორი)
ალექსანდრე იმედაშვილი (პეტუა)
ა. ალშიბაია (თავადი გიგო)
სიმონ ჟივიძე (საქუა)
უშანგი ჩხეიძე (ნიკო)
დიმიტრი მჟავია (გოროდოვოი)
ქეთევან ანდრონიკაშვილი (კატინე)
გიორგი ფრონისპირელი (კინტო)
დავით ჩხეიძე (მღვდელი)
ვლადიმერ ადამიძე (ჯაშუში)
შალვა დადიანი
ზაალ ტერიშვილი
ვლადიმერ გვიშიანი (იმერელი)
0