11:03:24     12-11-2011
ტორტი "აბრიკოტინი"
მასალა:
ცომისთვის:
კარაქი - 180 გრ
კვერცხის გული - 2 ცალი
შაქარი - 120 გრ
მარილი - 1 მწიკვი
ფქვილი - 300 გრ
გამაფხვიერებელი - 1 ჩ/კ
კრემისთვის:
რძე - 80 მლ
კვერცხის გული - ცალი
შაქარი - 110 გრ
კარაქი - 110 გრ
ლიქიორი - 1 ს/კ
ვანილი - 5 გრ
შაქრის პუდრა - 100 გრ
ჭარხლის წვენი - ფერის მისაცემად
180 გრ დარბილებული კარაქი, 2 კვერცხის გული, 120 გრ შაქარი და 1 მწიკვი მარილი შევურიოთ ერთმანეთს. ჩავაყაროთ 300 გრ ფქვილი, რომელშიც დავამატებთ გამაფხვიერებელს. მოვზილოთ ცომი. მოვამზადოთ საცხობი ქაღალდის 5 ნაჭერი. ცომი გავყოთ 5 ნაწილად. თითოეული ნაჭერი გავაბრტყელოთ ფქვილით მოყრილ ქაღალდზე. ფენების დიამეტრი უნდა გამოვიდეს დაახლოებით 22 სანტიმეტრი. გაბრტყელებული ცომის ფენები დავხვრიტოთ ჩანგლით და შევდოთ საყინულეში 5 წუთით. გამოვაცხოთ 210-220 გრადუსზე 8 წუთის განმავლობაში. ფენები უნდა გამოვიდეს ღია ფერის, ოქროსფერი. გავაციოთ ცომის ფენები სანამ ფენები ცხელია, მოვაჭრათ ზედმეტი ნაჭრები. სანამ ფენები არ გაცივდება ქაღალდი არ მოვაშოროთ. სანამ ფენები გაცივდება გავაკეთოთ კრემი. 80 მლ რძე და 2 კვერცხის გული შევურიოთ 110 გრ შაქარს. კარგად ავურიოთ. დავდგათ საშუალო ცეცხლზე თან ვურიოთ, გავაჩეროთ ცეცხლზე 4-5 წუთი. უნდა გამოვიდეს ყვითელი სიროფი. ავთქვიფოთ 110 გრ კარაქი გათეთრებამდე, თანდათან დავამატოთ სიროფი და ვთქვიფოთ. სულ ბოლოს დავამატოთ 1 ს/კ ლიქიორი და ვანილის ესენცია. ნაჭრები რომლებიც ჩამოვაჭერით ფენებს, დავფშვნათ. ეს დაგვჭირდება ტორტის გვერდების მოსართავად. ტორტის აწყობა: გაყავით კრემი 6 ნაწილად. აიღეთ 4 ფენა, თითოეულს წაუსვით კრემის 1/6 და დაალაგეთ ერთმანეთზე. მეხუთე ფენა დაფარეთ მინანქრით. ამისათვის 100 გრ შაქრის პუდრას შევურიოთ ჭარხლის წვენი, 1 კოვზი ლიქიორი და 1 კოვზი მდუღარე წყალი. დავდგათ მაღალ ცეცხლზე და გავაჩეროთ ადუღებამდე. დავასხათ ტორტის ფენას და ჩქარა წავუსვათ. მოვრთოთ ეს ფენა შოკოლადის მინანქრით და გვერდებზე მივაყაროთ დაფშვნილი ბისკვიტი. დარჩენილი კრემით მოვრთოთ ტორტი. შეიძლება დავაყაროთ მოხალული თხილიც. მეორე დღეს მივირთვათ.
0