საერთაშორისო კინოფესტივალი "წმინდა ანდრიას ჯვარი" დღეს გაიხსნება საერთაშორისო კინოფესტივალი "წმინდა ანდრიას ჯვარი" დღეს გაიხსნება /> "/> " />


  11:05:51     11-11-2011

საერთაშორისო კინოფესტივალი "წმინდა ანდრიას ჯვარი" დღეს გაიხსნება

a12214.jpg

დღეს, 11 ნოემბერს, 15:00 საათზე, საერთაშორისო კინოფესტივალი 'წმინდა ანდრიას ჯვარი' მონაწილე ფილმების ჩვენება კოლეჯ 'იკაროსის დარბაზში მოეწყობა. წარმოდგენილი იქნება ორი ფილმი, თემურ ქარუხნიშვილის "ქართველნო ერთად ღვთისაკენ' და ლევან ქიქავას 'ლოცვა სამშობლოსათვის'.

ფილმების ჩვენების დასრულების შემდეგ გაიხსნება ხელოვანების თამთა ცაციაშვილის, დალი ნამგალაურის, ლეილა მამისაშვილის, ნათია მიქაბაძის გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშების: მინანქარი, თექა და საყოფაცხოვრებო აქსესუარების გამოფენა.

ფესტივალი პატრიარქის ლოცვა-კურთხევით დაფუძნდა.

შეგახსენებთ, რომ საერთაშორისო კინოფესტივალი 'წმინდა ანდრიას ჯვარი' ა.წ.18-22 ოქტომბრის ჩათვლით ბათუმში უკვე მეექვსეჯერ გაიმართა. მასზე წარმოდგენილი იყო ხუთი ქვეყნის ოცდათხუთმეტი ფილმი.

ghn

0

ავტორი: