უძველესი საკრავი, რომელიც ირლანდიის ემბლემად ითვლება უძველესი საკრავი, რომელიც ირლანდიის ემბლემად ითვლება />


  11:04:18     11-11-2011

უძველესი საკრავი, რომელიც ირლანდიის ემბლემად ითვლება

a12212.jpg

უძველესი საკრავი არფა, გავრცელებული იყო ეგვიპტეში, ფინიკიაში, ასურეთ-ბაბილონში, იუდეაში, საბერძნეთში, რომში და ბიზანტიაში. პირველად არფა, როგორც საოპერო ორკესტრის შემადგენელი საკრავი, გამოიყენა ჰენდელმა. მას შემდეგ, ეს საკრავი მონაწილეობს საოპერო, საბალეტო, სიმფონიური და კამერული მუსიკის შესრულებაში.

არფა, როგორც პოპულარული ეროვნული საკრავი, იმდენადაა გავრცელებული ირლანდიაში, რომ აღიარებულია ამ ქვეყნის ემბლემად. ამიტომაა, რომ არფის გამოსახულება, კოკარდის სახით, მოთავსებულია სახელმწიფო მოხელეთა, პოლისმენებისა და სხვათა ქუდებზე.

არფას იყენებენ ერთი ან ორი საკრავის სახით. გამონაკლისია ვაგნერის ოპერა „რაინის ოქრო“, რომელშიც კომპოზიტორმა გამოიყენა ექვსი არფა, რათა მათი არპეჯირებული ჟღერადობით გადმოეცა ცისარტყელის გზით ღმერთების სვლა მათ სამყოფელ ვალჰალასკენ.

0

ავტორი: