სალათა “წითელი” სალათა “წითელი” />


  10:52:52     11-11-2011

სალათა “წითელი”

a12211.jpg

მასალა:

კომბოსტო  - 400 გრ (წითელი)
ხახვი  - 1 თავი საშუალო ზომის (წითელი)
ბოლოკი  - 100 გრ
წითელი ბულგარული წიწაკის მარინადი  - 2-3 ცალი
ვაშლის ძმარი  - 3 ს/კ
ნიორი  - 1 კბილი
მარილი  - 1 ჩ/კ

ხახვი დავჭრათ თხელ ნახევარრგოლებად, დავასხათ ძმარი და გავაჩეროთ 10 წუთი. კომბოსტო სახეხზე გავხეხოთ თხელ ღერებად, მოვაყაროთ მარილი და კარგად ავურიოთ. ბოლოკი დავჭრათ თხელ რგოლებად, წიწაკა ღერებად, ხოლო ნიორი გავჭყლიტოთ. ყველა კომპონენტი ერთმანეთს შევურიოთ (სურვილის მიხედვით ბოლოკი შეიძლება თეფშზე შემოვაწყოთ), ცოტახანს გავაჩეროთ და მაგიდასთან მიტანის წინ, სურვილისამებრ, მოვასხათ ზეთი.

0

ავტორი: