„პასტა ბოლონეზე“ „პასტა ბოლონეზე“ />


  11:03:25     10-11-2011

„პასტა ბოლონეზე“

a12175.jpg

მასალა:

ზეითუნის ზეთი  - 30 მლ

ფარში  - 450 გრც(ძროხის და ღორის)

მარილი  - 1/4 ჩ.კ (ზღვის მარილი )

სპაგეტი  - 300 გრ (ან სხვა ფორმის მაკარონი)

ყველი  - 100 გრ (პარმეზანი)

ხახვი  - 1 ცალი

ნიორი  - 5 კბილი

წიწაკა  - 1/2 ჩ.კ (შავი)

პომიდორი  - 700 გრ

 ხახვი დავჭრათ და ჩავშუშოთ ზეთში 3 წუთის განმავლობაში. მანდვე დავამატოთ ფარში და შევბრაწოთ სანამ არ გაწითლდება, დავამატოთ ნიორი. სანამ ფარში იწვება მოვხარშოთ პასტა  (იტალიურად მაკარონი) ზეთიან წყალში "ალ დენტეს" მდგომარეობამდე. (მაკარონს ზოგჯერ განზრახ ტოვებენ ოდნავ უმს. პომიდორები გავფცქვნათ და დავჭრათ საშუალო ნაჭრებად. დავამატოთ ფარშში. მანდვე დავამატოთ მწვანილი (გემოვნებით) ავურიოთ ყველაფერი და ვადუღოთ 2 წუთის განმავლობაში. მომზადებულ სოუსში ჩავყაროთ მაკარონი, ავურიოთ და ვხარშოთ რამოდენიმე წუთი.

0

ავტორი: