არტს-ენდ-კრაფტსი — ბრიტანულ–ამერიკული ესთეტური მიმდინარეობა არტს-ენდ-კრაფტსი — ბრიტანულ–ამერიკული ესთეტური მიმდინარეობა />


  12:39:07     09-11-2011

არტს-ენდ-კრაფტსი — ბრიტანულ–ამერიკული ესთეტური მიმდინარეობა

a12149.jpg

არტს-ენდ-კრაფტსი — ბრიტანული და ამერიკული ესთეტიური მიმდინარეობა, XIX საუკუნისა მიწურულსა და XX საუკუნის დასაწყისში ჩამოყალიბდა. მიმდინარეობამ შთაგონება ჯონ რესკინის ნაშრომებსა და ხელოსანთა შემოქმედების რომანტიული იდეალიზაციით მიიღო და მწვერვალს დაახლოებით 1880-1910 წლებში მიაღწია.

ეს იყო რეფორმისტული მოძრაობა, რომელმაც გავლენა იქონია ბრიტანულ და ამერიკულ არქიტექტურაზე, დეკორატიულ ხელოვნებაზე, ავეჯის დიზაინზე, ხელოსნობაზე და კოტეჯის მებაღეობაზეც კი. მისი ყველაზე ცნობილი მიმდევრები იყვნენ უილიამ მორისი, ჩარლზ რობერტ აშბი, უოლტერ კრეინი, ნელსონ დოუსონი, ჰერბერტ ტიუდორ ბაკლენდი, ჩარლზ რენი მაკინტოში, ქრისტოფერ დრესერი, უილიამ ლეთები, ფრენკ ლოიდ რაიტი და მხატვრები პრერაფაელიტთა მიმდინარეობიდან.

აშშ-ში ტერმინები "ამერიკელი კფარტსმენი", ან "კრაფტსმენის სტილი" ხშირად არქიტექტურულ სტილზე, ინტერიერის დიზაინზე და დეკორატიული ხელოვნებაზე მიუთითებს, რომელიც არტ-ნუვოსა და არტ-დეკოს შორის პერიოდში დომინირებდა, ანუ დაახლოებით 1910-25 წლებში.

0

ავტორი: