11:22:56     09-11-2011
მოხარშული ინდაური
მასალა:
ინდაური - 1 ც
ოხრახუში - გემოვნებით
ნიახური - გემოვნებით
მარილი - გემოვნებით
ინდაური გავასუფთავოთ, გავრეცხოთ, ჩავდოთ ქვაბში, დავასხათ წყალი და შემოვდგათ ცეცხლზე. მოვქაფოთ, დავახუროთ სახურავი და ვხარშოთ მზადყოფნამდე. ხარშვის პროცესში დავამატოთ ნიახური და ოხრახუში.
მოხარშული ინდაური ამოვიღოთ ბულიონიდან, შიგნიდან და გარედან მოვაყაროთ მარილი, დავჭრათ, გადავიტანოთ სინზე, მოვრთოთ დაჭრილი ოხრახუშით. მაგიდასთან შეგვიძლია მივიტანოთ ცხელი ან ცივი.
0