მსოფლიოს 10 ყველაზე ძვირი სამხედრო დანიშნულების საფრენი აპარატი მსოფლიოს 10 ყველაზე ძვირი სამხედრო დანიშნულების საფრენი აპარატი />


  11:11:26     08-11-2011

მსოფლიოს 10 ყველაზე ძვირი სამხედრო დანიშნულების საფრენი აპარატი

a12114.jpg

$94 მილიონი- F/A-18 HORNET

აშშ-ს სამხედრო-საჰაერო ძალების,ორძრავიანი დამრტყმელი გამანადგურებელი,რომელიც შეიქმნა შორეულ 80-იან წლებში. იგი პირველი იყო იმ ამერიკულ თვითმფრინავებს შორის ,რომელშიც გაერთიანდა გამანადგურებელი და მოეირიშე,მას შეუძლია გაანადგუროს როგორც საჰაერო,ისე სახმელეთო ობიექტები. მისი საბრძოლო ნათლობა შედგა,ერაყში,ოპერაცია”უდაბნოს ქარიშხლის”დროს. F/A-18 HORNET შეიარაღებაში აქვთ-კანადას,ავსტრალიას,ფინეთს, ქუვეითს,მალაიზიას,ესპანეთს და შვეიცარიას.

$102 მილიონი - EA-18G GROWLER

წინამდებარე თვითმფრინავის ვერსია:ნაკლები შეიარაღება,სამაგიეროდ ძალიან ბევრი და უმაღლესი ხარისხის რადიოელექტროაპარატურა . Growler-ი განკუთვნილია ფლოტისათვის.მას შეუძლია ჩაახშოს მოწინააღმდეგის რადარები და შექმნას წინაღობები მტრის ელექტრონულ საკომუნიკაციო სისტემებში.

$118 მილიონი - V-22 OSPREY

ეს არის ვერტიკალური აფრენის სატრანსპორტო საფრენი აპარატი. მას ეწოდება კონვერტოპლანი და მასში გაერთიანებულია ვერტმფრენი და თვითმფრინავი. თვითმფრინავისაგან მან მიიღო სისწრაფე,ხოლო ვერტმფრენისაგან კი თავისუფალი მანევრირება. სხვათაშორის ამ პროექტზე მუშაობისას და მისი გამოცდებისას დაიღუპა 30-მდე პილოტი.

$122 მილიონი - F-35 LIGHTNING II

კომპანია- Lockheed Martin-ის მეხუთე თაობის ზებგერითი გამანადგურებელ-ბომბდამშენი  F-35 .ცდების შემდეგ, თვითმფრინავს აკრიტიკებდნენ NATO-ელი ავიაკონსტრუქტორები,მათ არ აკმაყოფილებდათ თვითმფრინავის ძრავების წევა და უჩიოდნენ მის გადატვირთვას წონაში.ხოლო 2008 ჰაკერებმა გატეხეს თვითმფრინავის მართვის ელექტრონული კოდები.ამ უსიამოვნებების შემდეგ, კომპანია-Lockheed Martin-ს აღარ ჰქონდა კონტრაქტის შესრულების იმედი.მაგრამ პენტაგონს სხვა გზა უბრალოდ აღარ ჰქონდა დარჩენილი და «ელვა» უკვე მზად არის სერიული წარმოებისათვის.

$232 მილიონი – E-2D ADVANCED HAWKEYE

მზვერავი თვითმფრინავი. მისი ახალი რადარის წყალობით 300%  გაიზარდა ტერიტორიის თვალთვალის არე,სხვა მზვერავ თვითმფრინავებთან შედარებით. «თუ საჭიროა მას შეუძლია მოუსმინოს რას ჩურჩულებს აიათოლა ჰომეინი», -გაიხუმრა ერთმა ამერიკელმა სამხედრო ექსპერტმა. ჯერჯერობით, დაფრინავს მხოლოდ ორი E-2D, რომლებიც ამერიკული ფლოტის განკარგულებაშია.

$241 მილიონი - VH-71 KESTREL

პრეზიდენტის შვეულმფრენთა პარკის მომავალი ფლაგმანი.ამ პროექტმა უკვე უზარმაზარი თანხები შეიწირა.მისი დაპროექტება დაიწყო ჯერ კიდევ ბუში უმცროსის პრეზიდენტობის დროს.ობამას მოსვლასთან ერთად გადაწყდა მისი დაფინანსების შემცირება,მაგრამ ამ დროისათვის მასზე უკვე დახარჯული იყო ნახევარი მილიარდი დოლარი.

$290 მილიონი - P-8A POSEIDON

ბოინგ-747-ის სამზედრო ვერსია,გათვალისწინებულია ხომალდსაწინააღმდეგო გემების გასაცილებლად და საზღვაო დაზვერვის საწარმოებლად. მას ბორტზე გააჩნია, რაკეტები, სიღრმისეული ბომბები და სხვადასხვა საზღვაო ტიპის შეიარაღება. შეიარაღებაში მიღებას ვარაუდობენ 2013 წელს.

$328 მილიონი - C17A GLOBEMASTER III

სამხედრო სატრანსპორტო თვითმფრინავი.შეუძლია 102 მედესანტის პირდაპირ ბრძოლის ველზე დესანტირება,გადაჰყავს დაჭრილები და სამხედრო ტექნიკა.ამჟამად შეიარაღებაშია 190 ერთეული თვითმფრინავი.

$350 მილიონი - F-22 RAPTOR

მსოფლიოში ყველაზე ძვირი,მეხუთე თაობის გამანადგურებელი.მისი შექმნის იდეა დაიბადა ჯერ კიდევ ცივი ომის დროს,საბჭოთა გამანადგურებლის საპასუხოდ,რომელიც საბოლოოდ არც შექმნილა.მისმა აიძვირემ ამერიკელებს უბიძგა გადაეტანათ აქცენტი უფრო იაფ-მაგრამ არანაკლებ ეფექტურ  – F-35-ზე.

$2.4 მილიარდი- B-2 SPIRIT

ბომბდამშენი B-2 იმდენად ძვირია რომ, კონგრესმა მასზე შეკვეთა 132-იდან შეამცირა 21 ერთეულამდე. ერთი B-2  სამიოდე წლის წინ ჩამოვარდა.

B-2 SPIRIT-ის ძირითადი უპირატესობებია – ნაკლებ შემჩნევადობა ინფრაწითელი, აკუსტიკური და ელექტრომაგნიტური რადარების სიგნალებისათვის.პრინციპში ამ მონაცემების გამოცდა,სერიოზული სარაკეტო სისტემების ფონზე ჯერ არ მომხდარა:ისინი ჯერჯერობით ბომბავდნენ ძირითადად ჩამორჩენილი ქვეყნების ტერიტორიებს ერაყს,ავღანეთს და მათ ჯერჯერობით არ ჰქონიათ შეხება  თანამდეროვე სარაკეტო კომპლექსებთან-რაც საქმეში დაადასტურებდა მათ უპირატესობას.

armada.ge

0

ავტორი: