კიევური კატლეტი კიევური კატლეტი />


  10:23:24     08-11-2011

კიევური კატლეტი

a12106.jpg

მასალა:

ქათამი  - 2 ცალი (1200 გრ თითო)
ოხრახუში  - 2 კონა
კარაქი  - 200 გრ
ფქვილი  - 4 ს/კ
კვერცხი  - 2 ცალი
რძე  - 200 მლ
ორცხობილა  - 200 გრ (თეთრი პურის, წვრილად დაფქვილი)
მარილი  - 0,5 ჩ/კ
შავი წიწაკა  - 0,5 ჩ/კ
ზეთი  - 100 მლ

პირველ რიგში თითო ქათამს მოვაჭრათ ორ-ორი ფილე. ფილე უნდა მოვჭრათ ბეჭის ძვალთან ერთად - ის მიმაგრებულია ფილეზე ზედა მხარეს. დანარჩენი ფილეც მოვჭრათ ესე. თითოეული ფილე შედგება დიდი და პატარა ფილესგან. უნდა გავყოთ ისინი. პატარა ფილეები შევახვიოთ ცელოფანში და დავბეგვოთ. დიდი ფილე გავაბრტყელოთ რომ შიგნით მოვათავსოთ გულსართი. ისე უნდა გავჭრათ რომ ძვალი არ დაიმტვრეს. რბილი ნაწილი შევახვიოთ ცელოფანში და ისიც დავბეგვოთ. ახლა მოვამზადოთ გულსართი. ოხრახუში წვრილად დავჭრათ, შევურიოთ მარილი და დარბილებული კარაქი. ორი კოვზით გავაკეთოთ გულსართისგან ფორმები. შევდგათ 5-6 წუთით საყინულეში, რომ კარაქი გამაგრდეს. სანამ კარაქი საყინულეში დევს, ავთქვიფოთ კვერცხი და რძე. როცა კარაქი გამაგრდება დავიწყოთ კატლეტის გაკეთება. დიდი ფილე დავდოთ დაფაზე, შუაში დავდოთ გულსართი. ზემოდან დავადოთ პატარა ფილე და ისე შევახვიოთ, რომ გულსართი არ გადმოვიდეს. კატლეტები შევდგათ საყინულეში 5-7 წუთით. კატლეტებს დავაყაროთ შავი წიწაკა, ამოვავლოთ ფქვილში და შემდეგ რძისა და კვერცხის მასაში. მერე ამოვავლოთ ორცხობილაში, შემდეგ სითხეში და ისევ ორცხობილაში. ეს უმთავრესი პროცესია, რის მეშვეობითაც კატლეტი არ დაიშლება. ამიტომ დავაკვირდეთ, თუ არ ეყო ორცხობილა, კიდევ ერთხელ უნდა ამოვავლოთ სითხეში და ორცხობილაში. შევბრაწოთ კატლეტები ზეთში, მაღალ ცეცხლზე. ( 5 წუთის განმავლობაში). შებრაწული კატლეტები შევდგათ ღუმელში 200 გრადუსზე, 10 წუთით. როცა გავჭრით კატლეტებს გადმოვა მწვანე კარაქი. ფილე უნდა გამოვიდეს რბილი.

0

ავტორი: