10:48:04     07-11-2011
წიწილა ფორთოხლის და არაჟნის სოუსში
მასალა:
წიწილა - 1 ცალი
კონიაკი - 45 მლ
ფორთოხლის წვენი - 250 მლ
არაჟანი - 100 გრ
ხახვი - 1 თავი
მარილი - 1 ჩ/კ
წიწაკა შავი - 1 ჩ/კ
სახამებელი - 10 გრ
ამ რეცეპტის სოუსის მომზადება შეიძლება რამოდენიმე ვარიანტით. არაჟნის მაგივრად შეიძლება ხაჭოს გამოყენება. შეიძლება ფორთოხლის კანის გამოყენება. ეს კერძი მზადდება ადვილად და სწრაფად. წიწილა შევწვათ მაღალ ცეცხლზე. ხახვი მრგვალად დავჭრათ. ტაფაზე სადაც წიწილა იწვება, დავამატოთ ფორთოხლის წვენი 200 მლ, კონიაკი და ხახვი. დავაყაროთ მარილი და წიწაკა. დავახუროთ თავსახური და მოვშუშოთ 15 წუთის განმავლობაში. სანამ წიწილა არ დარბილდება. დარჩენილ ფორთოხლის წვენში გავხსნათ სახამებელი და დავამატოთ არაჟანი. ეს ყველაფერი დავამატოთ წიწილაში და მოვშუშოთ სანამ სოუსი არ გასქელდება. მივირთვათ ბრინჯთან ან მაკარონთან ერთად. 0